Jump to content
Planeta.Ge

“თუ კახეთის გზატკეცილი შორია და ახალ წელს საცივის და გოზინაყის ნაცვლად გლუკოზის ერთი აბის პერსპექტივით მოშიმშილე, საოცარი ადამიანების მონახულება გიჭირთ…” – რუსუდან ცირეკიძე


Recommended Posts

“ენმ”-ის წევრი, რუსუდან ცირეკიძე:

“პაივცემულებო:

მოშიმშილე , ლიდერდატყვევებულ პარტიას დიდი რაოდენობით დაგვიგროვდა ბროშურები:

1.”ივანიშვილის მმართველობასთან ბრძოლის ენმ- ეული სტრატეგია – ტაქტიკის კრიტიკა”

 

2.” ენმ-ს შიდა პარტიული მენეჯმენტის კრიტიკა”” მახვილგონივრული და ნაკლებად (ღლიცინი ანუ) კრიტიკული ნაკვესების კრებული”

3 “ენმ” ლიდერშიფზე გაბრაზებული, გაბრაზებადავალებული და გაბრაზებადავალებულის მიერ გაბრიყვებული ამომრჩევლის სახელმძღვანელო”

დეფიციტშია ( უფრო სწორად არ გვაქვს) შემდეგი გამოცემები:”

1 საზოგადოებრივად აქტიური მხარდამჭერების მიერ პარტიის მხარდაჭერის ფორმები და ამ მხარდაჭერის განხორციელების გზები და საშუალებები”

2 “სამოქალაქო აქტივიზმი , როგორც ენმ-ს ამომრჩეველთა ბრძოლის მთავარი საშუალება და მისი ფორმები”

3 “ივანიშვილის კოლაბორაციონისტულ,ავტოკრატიულ მმართველობასთან სწორი ბრძოლის სტრატეგიის და ტაქტიკის ძირითადი სახელმძღვანელო თეზისები, ენმ ლიდერშიფისთვის”.

4 “მესამე პრეზიდენტის პუტინის ტყვეობიდან დახსნის საშუალებები და მეთოდები, პარტიის სწორი ტაქტიკა”

სამედიცინო ტერმინოლოგიით ვიტყოდი რომ პარტიას, ლიდერებიანად, მოშიმშილე აქტივიანად (და ჩემიანადაც სხვათაშორის), ზედოზირება გვაქვს ლანძღვის, გინების, ცილიწამების, ჭორების ( რასაც რატომღაც არქმევენ მშვენიერ სიტყვას- “კრიტიკა”) .

და დეფიციტი გვაქვს – კალორიების, ელექტროლიტების, ვიტამინების და ქმედითი, კეთილგანწყობილი დახმარების.

თუ კახეთის გზატკეცილი შორია და ახალ წელს საცივის და გოზინაყის ნაცვლად გლუკოზის ერთი აბის პერსპექტივით მოშიმშილე, არაჩვეულებრივი, საოცარი ადამიანების მონახულება გიჭირთ , კეთილი სიტყვის გამომეტებას რა უდგას წინ.

არადა ვიცი რა სენი გჭირთ ზოგიერთებს, ფსიქოლოგიის ანბანია ეს.

თავად ვერაფრის ან არაფრის გამკეთებლები, სინამდვილეში საკუთარ თავს ეჩხუბებით ჩვენი ლანძღვით, კრიტიკას რომ ეძახით უსირცხვილოდ.

აი ორ დღეში ერთხელ ხუთი წუთით მოვიცლი ხოლმე აქ შემოსახედად- ამ დროს იძინებენ ან ცდილობენ დაძინებას მოშიმშილეები და მხვდება სრულიად გულისამრევი სტატუსები და კომენტარები.

არ გრცხვენიათ? საერთოდ არ გრცხვენიათ მართლა???”

The post “თუ კახეთის გზატკეცილი შორია და ახალ წელს საცივის და გოზინაყის ნაცვლად გლუკოზის ერთი აბის პერსპექტივით მოშიმშილე, საოცარი ადამიანების მონახულება გიჭირთ…” – რუსუდან ცირეკიძე appeared first on [/url].

 

ALIA.GE

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...