Jump to content
Planeta.Ge

“ღარიბაშვილმა ყველაზე კარგად იცის, როგორ “თეთრდება” კაზინოდან გამოტანილი ფული, ამ ცოდნას გახარიას და ოპოზიციას არ გამოაყენებინებსო” – მოგებული არჩევნები წაგებულად და „ტალახიანი“ ღარიბაშვილი


Recommended Posts

გიორგი ჯავახაძე, ალია

მოგებული არჩევნები წაგებულად და „ტალახიანი“ ღარიბაშვილი

2021 წლის დაპირებული მუქარა, ღარიბაშვილს წინასაარჩევნო კამპანიას ჩავუშლითო, მუქარად დარჩა. მართალია, ჩვენი კოლეგები ამბობდნენ, სტუდიებში ფეხს არ შევადგამთ, სანამ 5 ივლისის საქმის ორგანიზატორები არ დაისჯებიან და პრემიერი არ გადადგებაო, მაგრამ… მერე ჯერ დაისვენეს, მერე სტუდიებშიც შევიდნენ, ახალი სტუდიებიც გააშენეს და ახალი „სისხლიანი“ პრემიერის მიერ დაჩაგრული, წინა „სისხლიანი“ პრემიერი მიიწვიეს კიდეც ეთერში.

დადოდა ეს ჩვენი პრემიერი ღარიბაშვილი და „აქეთ გორასა წიხლსა ვკრავ, იქით გორასა ძვრას ვუზამო“ დაიმღეროდა, ერთი კითხვა არ მოეწონა და „გაიყვანეთ ეს ჟურნალისტიო“, უბრძანა დაცვას, კაციშვილი აღარ ეკითხება, როდის გადადგები, ბატონო პრემიეროო, თითქოს არ ყოფილა 5 ივლისი, თითქოს მანამდე, ივანიშვილს ბიუჯეტისთვის ძირის გამოთხრის ბრძანებით არ გაეგდოს.

სანამ მედია და ოპოზიცია ღარიბაშვილის ლანძღვით იყო დაკავებული, ქალაქების მერობის კანდიდატები მშვიდად, წყნარად, ტკბილად, თბილად ესაუბრებიან მოსახლეობას და უამრავ რამეს პირდებოდნენ. მშვენიერი ფარი იყო ღარიბაშვილი, ყველა დარტყმას საკუთარ თავზე იღებდა, 5 ივლისის მერე, ერთი ტალახით ნაკლები და ერთი ტალახით მეტი, მისთვის რაღა ბედენაა? როგორც კულუარულად გვიყვებოდნენ, ღარიბაშვილს ერთობ საპატიო მისია ხვდა წილად, საკუთარ მხრებზე გადაეტარებინა არჩევნების მტვერი და სიბინძურე, გადაფარებოდა კანდიდატებს და მათზე სასაუბროდ დრო აღარ დაეტოვებინა. იმასაც გვიყვებიან, რომ თუ ამ საქმეს ბოლომდე გაართმევს თავს, სერიოზულ ჯილდოს უნდა ელოდოს ივანიშვილისგან, იმ ივანიშვილისგან, რომელიც წასულია და ყური და თვალი აქ აქვს დაგდებული. სხვათა შორის, ხმები იმის შესახებ, რომ გაშავების სანაცვლოდ ივანიშვილი ჩინოვნიკებს, უფრო კონკრეტულად კი, პრემიერებს ფულს უხდიდა, პირველად არ მოგვდის, ერთ-ერთ წინა პრემიერს, როგორც „ალიას“ რამდენიმე წყარო უყვება, უკვე წლებია, პირობაც კი შესთავაზა, თუ 1 წელიწადი მაინც გაუძლებდა ტალახსა და რისხვას, 2 მილიონს ჩაახუტებდა.

რა გამოვიდა ღარიბაშვილისა და ოპოზიციის წინასაარჩევნო პინგ-პონგიდან – აჰა, ბატონო, ღიად დევს და იხილეთ. კი ვიძახეთ მთელი წინასაარჩევნო პერიოდი, დაანებეთ ღარიბაშვილთან თამაშს თავი, ამასობაში სერიოზული თემები რჩება ყურს და თვალს მიღმა-თქო და ვინ დაგვიჯერა. გადაატარა მთელი წინასაარჩევნო კამპანია საკუთარ თავზე ღარიბაშვილმა, მიიღო ყველა ტალახი, დიპლომატების გაბრაზებასაც კი არ მოერიდა და წავა ახლა თუ არ წავა, ამოცანა შესრულებულია.

ხო, ამასობაში, პრემიერმა კაზინოების რეკლამის წინააღმდეგ კანონი მიიღო და მედიის ნაწილი ამბობს, კაზინოებიდან მოტანილი სარეკლამო ფული ჩვენ გამოგვაცალესო… ხომ არავის დაგვიწყებია ხმები, რომ თავის დროს, პირველი პრემიერობისას, ღარიბაშვილს ერთ-ერთი კაზინოსთვის 8 მილიონის „შეწერა” ბრალდებოდა? „ღარიბაშვილმა ყველაზე კარგად იცის, როგორ “თეთრდება” კაზინოდან გამოტანილი ფული, ყველაზე კარგად იცის, როგორ გამოიყენოს კაზინოს რეკლამა პოლიტიკური მიზნისთვის, ისე, რომ პოლიტიკოსი არსად გამოჩნდეს – ამ ცოდნას გახარიას და ოპოზიციას არ გამოაყენებინებსო”, – გვიყვება ჩვენი წყარო, სწორედ ამიტომ ჩაჭრა ეს გზა. მოკლედ, როგორც გვიყვებიან, ღარიბაშვილის კაზინოს ფულით დაგებული გზა – სხვა პოლიტიკოსებმაც გამოიყენეს, იმათ, ვინც ღარიბაშვილის გუნდში აღარ არიან – სწორედ, ეს გახდა მისი რისხვის მიზეზი! რაც მთავარია, ეს გზა, ღარიბაშვილის ყოფილმა თანაგუნდელმა, როგორც გვიყვებიან, დანარჩენ ოპოზიციასაც მცირედით, მაგრამ გაუნაწილა.alia44-683x1024.jpg

The post “ღარიბაშვილმა ყველაზე კარგად იცის, როგორ “თეთრდება” კაზინოდან გამოტანილი ფული, ამ ცოდნას გახარიას და ოპოზიციას არ გამოაყენებინებსო” – მოგებული არჩევნები წაგებულად და „ტალახიანი“ ღარიბაშვილი appeared first on [/url].

 

ALIA.GE

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...