Jump to content
Planeta.Ge

Dailyinfo ექიმი – ნიკა გვარამიამ შეცდომაში შემიყვანა


Recommended Posts

„28 დეკემბერს პაციენტ სააკაშვილთან მყოფი ვიზიტორი, ნიკა გვარამია გამესაუბრა და თავისი ხელით დაწერილ ტექსტში დასმულ კითხვებზე მომაწერინა ხელი“, – ამის შესახებ სააკაშვილის ექიმმა, ნინო გოგორიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ნიკა გვარამიამ ის შეცდომაში შეიყვანა. გოგორიშვილი ამბობს, რომ დასმულ კითხვებს მოკლედ უპასუხა, მოგვიანებით კი გვარამიამ ტექსტი განავრცო.

„მოგახსენებთ, რომ 28 დეკემბერს პაციენტ სააკაშვილთან მყოფი ვიზიტორი, ნიკა გვარამია გამესაუბრა და თავისი ხელით დაწერილ ტექსტში დასმულ კითხვებზე მომაწერინა ხელი, რითაც მან შემიყვანა შეცდომაში. რიგი კითხვების დასმის შემდგე ჩემ მიერ გაცემული იყო მოკლე პასუხები, ხელმოწერის შემდეგ მან ტექსტი განავრცო ჩემთვის უცნობი გარემოებებით. რაც შევიტყვე პირდაპირ ეთერში გაკეთებული განცხადებით. აღნიშნული იყო შოკისმომგვრელი, რამაც მომაყენა ფსიქოლოგიური ტრავმა. მიმაჩნია, რომ ყოველივე ზემოაღნიშნული სრულ თანხვედრაშია ნ. გვარამიას გუშინდელ განცხადებასთან, სადაც მან მიწოდა მკვლელი. ეს ყველაფერი მიზნად ისახავს სამხედრო ჰოსპიტლის და ჩემი როგორც ექიმის დისკრედიტაციას. ნაწილობრივი სიმართლეა, ნაწილობრივი არის ფაქტების ინტერპრეტაცია. მე არ მითქვამს, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს გაყვანილი საქართველოდან უცხოეთში სამკურნალოდ სხვაგან. მე ვუთხარი, რომ ფსიქოთერაპიული რეაბილიტაცია შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი არის თავისუფალი და სად იქნება ეს ჩვენ არ გვეხება“, – განაცხადა ნინო გოგორიშვილმა.

The post ექიმი – ნიკა გვარამიამ შეცდომაში შემიყვანა appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია.

 

dailyinfo

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...