Jump to content
Planeta.Ge

Dailyinfo „ძალით ტყუილების მოლაპარაკე“ – გვარამია სააკაშვილის ექიმს პასუხობს


Recommended Posts

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ნიკა გვარამია, მესამე პრეზიდენტის ექიმის, ნინო გოგორიშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში პასუხობს.

„გორის ჰოსპიტალის მთავარი ექიმის განმარტებით, სააკაშვილის პირად ექიმს მოტყუებით და მისი ნების წინააღმდეგ მოაწერინეს ხელი დოკუმენტზე. ქალბატონი გოგორიშვილი შოკში იყოო. და ეს შოკირებული, ფსიქოლოგიურად არასტაბილური და ცნობიერების მიღმა მყოფი ადამიანი მკურნალობს სააკაშვილს? ამოიღეთ კამერების ჩანაწერები და დაგვანახეთ, რა განვავრცე, რა მდგომარეობაში იყო ხელმოწერისას ექიმი, რა ჩავამატე, ზეწოლა როგორ მოვახდინე შუა ჰოსპიტალში, სუს-ით და ბადრაგით გარშემორტყმულ სივრცეში.

ვიმეორებ, ყველა პუნქტზე მისი ხელმოწერაა. ჯამურად დოკუმენტზეც მისი ხელმოწერაა ტექსტით: „შედგენილია ჩემი კარნახით. ყველა ჩასწორება და კორექტირება გაკეთებულია ჩემი მითითებით“. ამის შემდეგ, მნახველების შეზღუდვა ყველაფერს ცხადყოფს და ასევე წამების სპირალის კიდევ ერთი ხვეულია.

ნინო გოგორიშვილი შოკში თუ სადმე იყო, იყო მთავარი ექიმის ბრიფინგის დროს, ძალით გამოყვანილი და ძალით ტყუილების მოლაპარაკე. ისევე, როგორც ფორმა ასზე და სააკაშვილის გაწერაზე ძალით ხელისმოწერისას. p.s საათის ეპიზოდზე, რომელიც ძალადობას მოიცავს, როგორც თვითმხილველი, ხელს აწერს რეანიმატოლოგი ნიკო გორგიშიძე. ისიც შოკში იყო და მასაც ზეწოლით მოვაწერინე ხელი?“, – წერს ნიკა გვარამია.

ცნობისთვის, რამდენიმე საათის წინ ნიკა გვარამიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან გამოიტანა ფურცელი, სადაც აღნიშნული იყო მის მიერ დასმული კითხვები და ექიმ ნინო გოგორიშვილის პასუხები, რომელსაც თან მისი ხელმოწერა ახლდა. რამდენიმე წუთის წინ კი გოგორიშვილმა განაცხადა, რომ ნიკა გვარამიამ ის შეცდომაში შეიყვანა და ფაქტების ინტერპრეტაცია მოახდინა.

The post „ძალით ტყუილების მოლაპარაკე“ – გვარამია სააკაშვილის ექიმს პასუხობს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია.

 

dailyinfo

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...