planeta.ge Posted December 28, 2021 დარეპორტება გაზიარება Posted December 28, 2021 „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, გორის სამხედრო ჰოსპიტალის ექიმს, ნინო გოგორიშვილს ჩვენება იძულებით შეაცვლევინეს.დეკანოიძე ამბობს, რომ მაშინ, როდესაც გოგორიშვილი და ჰოსპიტალის დირექტორი ჟურნალისტებთან განცხადებას აკეთებდნენ, მათ სიახლოვეს პენიტენციურისა და სუს-ის თანამშრომლები იყვნენ.„ადამიანი გამოიყვანეს, შეაცვლევინეს ჩვენება, მე მხედველობაში მყავს მთავარი ექიმი, ქალბატონი გოგორიშვილი, რომელმაც ნიკა გვარამიას განუცხადა ის რაც განუცხადა. დღეს ჩვენს თვალწინ მთავარ ექიმთან და სუსთან ერთად იმყოფებოდა აქ და აკეთებდა იმ განცხადებას, რომელიც მან სუს-მა და პენიტენციურმა სამსახურმა უკარნახა. მიუხედავად ამისა, მან მაინც განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის რეაბილიტაცია მხოლოდ და მხოლოდ არის შესაძლებელი თავისუფლებაზე. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ამ ადამიანის განცხადების გაკეთების დროს მის გვერდით იდგნენ პენიტენციური სამსახურისა და სუს-ის თანამშრომლები“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.The post დეკანოიძე სააკაშვილის ექიმზე – განცხადების გაკეთების დროს მის გვერდით სუს-ის თანამშრომლები იდგნენ appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts