Jump to content
Planeta.Ge

Dailyinfo უკრაინის სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს


Recommended Posts

უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა ეხმაურება მიხეილ სააკაშვილის რუსთავის მე-12 ციხეში გადაყვანის მცდელობას და აღნიშნულ ფაქტს გმობს.

დენისოვა მიმართავს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და უცხოეთის ქვეყნებს, დაგმონ მიხეილ სააკაშვილის უფლებების შელახვის ფაქტი. გარდა ამისა, უკრაინის ომბუდსმენი მოუწოდებს იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციურ სამსახურს, უზრუნველყონ ყოფილი პრეზიდენტისთვის შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევა.

„ვგმობ საქართველოს პენიტენციური სამსახურის განზრახვას უკრაინის მოქალაქე, ეროვნული რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო საავადმყოფოდან უკან, რუსთავის ციხეში გადაყვანაზე.

ამასთან, ვრცელდება უკიდურესად საგანგაშო ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის მორიგი შიმშილობის დაწყების მზადყოფნის შესახებ.

დარწმუნებული ვარ, უკრაინამ უნდა მოახდინოს ექიმების და ექსპერტების დელეგირება, რათა განსაზღვროს ჩვენი მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ზიანის ხარისხი და მიიღოს გადაწყვეტილება შემდგომი მკურნალობის პირობების შესახებ“, – აღნიშნულია დენისოვას განცხადებაში.

The post უკრაინის სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია.

 

dailyinfo

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...