planeta.ge Posted December 28, 2021 დარეპორტება გაზიარება Posted December 28, 2021 იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის მეხუთე ტალღა შემცირებისკენ მიდის.მისივე თქმით, ბოლო კვირის საშუალო მაჩვენებლები მიუთითებს იმაზე, რომ პანდემიის მეხუთე ტალღა საქართველოში დამთავრების მრუდეზეა.„შეგვიძლია მეტ-ნაკლები სიზუსტით ვთქვათ, რომ კორონავირუსის პანდემიის მეხუთე ტალღა, რომელიც ქვეყანაში ყველაზე ხანგრძლივი აღმოჩნდა, შემცირებისკენ მიდის. ციფრები და ბოლო კვირის საშუალო მაჩვენებელი მიუთითებს, რომ პანდემიის მეხუთე ტალღა საქართველოში დამთავრების მრუდზეა. ამის მიმანიშნებელი არ არის მხოლოდ ინფიცირებული ადამიანების რაოდენობა. ამის მიმანიშნებელია აქტიური შემთხვევების რაოდენობა, საწოლფონდი, კერძოდ, თავისუფალი საწოლების რაოდენობა, რომელიც 3500-ზე მეტია. ამდენი თავისუფალი საწოლი არ ყოფილა ბოლო 2 თვის განმავლობაში “, – განაცხადა ივანე ჩხაიძე.ავტორი: მარიამ ტაბატაძეThe post ივანე ჩხაიძე: პანდემიის მეხუთე ტალღა საქართველოში დამთავრების მრუდზეა appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts