planeta.ge Posted December 27, 2021 დარეპორტება გაზიარება Posted December 27, 2021 ორი კვირის წინ იყო ფსიქიატრიულში. არ არის გამორიცხული იმ წამლების ზედოზირება ყოფილიყო, რასაც იღებდა, – ამის შესახებ ვარკეთილში სასტიკად მოკლული 5 თვის ორსული ქალის ოჯახის წევრმა განაცხადა. „მუცელი გამეზრდაო… ძალიან ელოდებოდა. ბიჭს ელოდებოდა. საჭმელი უნდა ეჭამათ. მაგიდა გაშლილი იყო. ბავშვიც იქვე იჯდა. როგორ შეიძლება საკუთარი მეუღლე ასე მოკლა. ორი კვირის წინ იყო ფსიქიატრიულში. არ არის გამორიცხული იმ წამლების ზედოზირება ყოფილიყო, რასაც იღებდა,“ – ამბობს გარდაცვლილის ბიძაშვილი „ფორმულასთან“. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 22 დეკემბერს, თბილისში, ბრალდებულმა განზრახ მოკვლის მიზნით, დანით ორსულ მეუღლეს განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში ოცდაათამდე ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. წყარო - formula tia.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts