planeta.ge Posted December 27, 2021 დარეპორტება გაზიარება Posted December 27, 2021 სამოქალაქო მოძრაობა „გამოდი“-ს (მაკა მინდიაშვილი, ლევან ლელაშვილი) მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება პირველადი ჯანსაღი საკვები პროდუქტების, მედიკამენტებისა და სამშენებლო ბიზნესის ფასების რეგულაციებასა და შრომის მინიმალურ საათობრივ ანაზღაურებას ითვალისწინებს. საკანონმდებლო წინადადების თანახმად, მსხვილი ბიზნესისთვის გათვალისწინებულია საათობრივი მინიმალური ანაზღაურება, სულ მცირე, 5 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, დოკუმენტი ყველანაირ ბიზნესზე მოგების 20%-იანი ბარიერის დაწესებას ითვალისწინებს. პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, საკანონმდებლო წინადადების განხილვა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს დაევალა. tia.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts