Jump to content
Planeta.Ge

ნიკა კაჭარავამ ბოდიში მოიხადა: ‘კაშია ქვილითაიას გოლს ბავშვივით აღნიშნავდა’


Recommended Posts

26 დეკემბერს, კვიპროსისი ჩემპიონატში “აპოელი” საკუთარ მოედანზე “ომონიას” დაუპირისპირდა და მეტოქე 4:2 დაამარცხა.

ამ მატჩს გურამ კაშიასთან ერთად “ანორთოსისის” თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა ესწრებოდა. 58-ე წუთზე ქვილითაიამ სტუმართა კარში გოლი გაიტანა, კაშიამ კი სოციალურ ქსელში ვიდეო განათავსა, რომელშიც აღბეჭდილი იყო, თუ როგორ ზეიმობდა თანამემამულის გოლს. კადრში გამოჩნდა კაჭარავაც.

ვიდეოს გავრცელების შემდეგ, “ანორთოსისის” ფანებმა კაჭარავა მკაცრად გააკრიტიკეს, რადგან ეს კლუბი “აპოელის” ერთ-ერთ ყველაზე პრინციპულ მეტოქედ ითვლება. ამის გამო, ქართველ თავდამსხმელს ბოდიშის მოხდაც მოუწია:

“მინდა, მცირე განცხადება გავაკეთო დღეს გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით. მე ნაკრებში ჩემს თანაგუნდელთან და კაპიტანთან ერთად “ომონია” – “აპოელის” მატჩს ვესწრებოდი. ჩემმა მეგობარმა გადაიღო ვიდეო, როცა ის ქვილითაიას გოლს აღნიშნავდა. ამ დროს მე მეღიმებოდა, რადგან ის ისე ზეიმობდა, როგორც პატარა ბავშვი. მე არასოდეს ვიზეიმებ ჩვენი მოწინააღმდეგეების გოლს. ყოველთვის პატივს ვცემდი “ანორთოსისის” ფანებს და მათ მხარდაჭერას მუდმივად ვგრძნობდი. თუ ამ ვიდეოს გამო, ვინმეს ვაწყენინე, ბოდიშს ვუხდი”, – განაცხადა კაჭარავამ.

 

The post ნიკა კაჭარავამ ბოდიში მოიხადა: ‘კაშია ქვილითაიას გოლს ბავშვივით აღნიშნავდა’ appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...