planeta.ge Posted December 26, 2021 დარეპორტება გაზიარება Posted December 26, 2021 „ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენ გვქონდა ძალიან რთული 1 წელი, გუნდი დატოვა ბიძინა ივანიშვილმა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში განაცხადა.მან ასევე აღნიშნა, რომ გუნდი არის ერთიანი, როგორც არასდროს და ეს ჩანს ყველაფრიდან.„გუნდში ხდება მარტივი რამ – გუნდი არის ერთიანი, როგორც არასდროს და ეს ჩანს ყველაფრიდან. როტაცია არის აბსოლუტურად ჯანსაღი მოვლენა და არავითარი კუთხით ეს არ ნიშნავს განხეთქილებას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ გუნდი არის ერთიანი, როგორც არასდროს და ეს ჩვენ დავამტკიცეთ გასული 1 წლის განმავლობაში.ჩვენ გვქონდა ძალიან რთული 1 წელი, იყო სერიოზული გამოწვევები. ასეთი რთული 1 წელი როდის იყო ბოლო 30 წლის განმავლობაში, როდის იყო ასეთი მომენტები, მე არც ვიცი. რა თქმა უნდა, ჩვენ 30-წლიან ისტორიაში იყო რთული ეპიზოდები, მაგრამ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული 1 წელიწადი. გვქონდა სერიოზული გამოწვევები და ჩვენ გვჭირდებოდა სერიოზული ბარიერების გადალახვა.რომ არ ყოფილიყო ერთსულოვანი და ერთიანი გუნდი, ჩვენ ამას ვერ შევძლებდით, მით უმეტეს, იმ პირობებში, როცა „ქართული ოცნების“ გუნდი დატოვა მისმა უპირობო და ერთპიროვნულმა ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა, რომელსაც ჰქონდა განსაკუთრებული პოლიტიკური კაპიტალი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.The post კობახიძე – ბოლო 30 წლის განმავლობაში გვქონდა ძალიან რთული წელი, გუნდი დატოვა ბიძინა ივანიშვილმა appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts