planeta.ge Posted December 27, 2021 დარეპორტება გაზიარება Posted December 27, 2021 „პაციენტები უფრო ხშირად კვდებიან არა კოვიდით, არამედ ჰოსპიტალური ინფექციით“, – ამის შესახებ ჯანდაცვის გადამდგარმა მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, ჯანდაცვის სამინისტროს სამწლიანი საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.მისი თქმით, ანალიტიკური ჯგუფი კლინიკების დონეზე მუდმივ რეჟიმში უყურებს როგორც დაყოვნების მოცულობას პაციენტებისას, ასევე პაციენტების დღიურ დაყოვნებას.„პაციენტები უფრო ხშირად კვდებიან არა კოვიდით, არამედ ჰოსპიტალური ინფექციით. ჩვენი ანალიტიკური ჯგუფი კლინიკების დონეზე მუდმივ რეჟიმში უყურებს როგორც დაყოვნების მოცულობას პაციენტებისას, ასევე პაციენტების დღიურ დაყოვნებას და ლეტალობის მაჩვენებელს ასაკობრივ ჭრილში.ძალიან ბევრი ცვლადით ვახდენთ კლინიკების მონიტორინგს და ჩვენ თავადაც ვაკეთებთ გარკვეულ დასკვნებს, თუმცა დამეთანხმებით, ალტერნატიულ აზრს ყოველთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენ მოგვეცა საშუალება, საქართველოში ჩამოსულიყო ჯანმო-ს ექსპერტი შვეიცარიიდან, რომელმაც შეისწავლა ჩვენი კლინიკები.მან საკმაოდ საინტერესო დასკვნა დადო. რეალურად გაამართლა ჩვენი მოლოდინები იმ გამოწვევებზე, რომელიც კლინიკურ სექტორში გვაქვს და ამ მიმართულებით ასევე გაიცა რეკომენდაციები“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.The post ტიკარაძის განცხადებით, პაციენტების უმრავლესობა კოვიდით არ კვდება appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts