Jump to content
Planeta.Ge

Dailyinfo ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს


Recommended Posts

ფოთის ყოფილ მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს, ირაკლი კაკულიას, ზუგდიდის საქალაქო სასამართლომ 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

გადაწყვეტილება მოსამართლე შალვა ბიჭიამ მიიღო.

პროკურატურის ინფორმაციით, ირაკლი კაკულიამ, თანამდებობაზე ყოფნის დროს, მუნიციპალიტეტის სხვა თანამშრომელთან ერთად, ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება და შ.პ.ს. კუნძულის დირექტორის უპირატესობა მიანიჭა, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი კაკულია  და კიდევ 3 თანამდებობის პირი 2019 წლის ნოემბერში დააკავეს.  მათ ბრალად ედებათ უკანონო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებაში დახმარება, სახელმწიფო ქონების გაფლანგვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამსახურებრივი გულგრილობა და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება-გამოყენება.

The post ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია.

 

dailyinfo

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...