planeta.ge Posted December 26, 2021 დარეპორტება გაზიარება Posted December 26, 2021 სოციალურ ქსელში ქმრის მიერ მოკლული 22 წლის ქეთა კეპულაძის და ძალიან პოსტს და გარდაცვლილი დის წერილს აქვეყნებს, რომელიც დის თქმით, ახალგაზრდა ქალმა გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე დაწერა „ჩემი ღიღინა დაიკო…ჩემი გული და სული…ჩემი მწარე ტკივილი…სიტყვები, რომელიც შენს გაფრენამდე დაწერე დაიკორატოო ღმერთოო რატოო? რატო არა ცადე ჩემს ორ ანგელოზს სიცოცხლე. ,,ღამეა,ასე ვიწყებ წერას,მთვარე თვალისმომჭრელად ანათებს, ის ზოგჯერ იმდენადვე ნათელია რამდენადაც ბნელი, ისეთივე მშვიდი როგორც ხმაურიანი,ისეთივე საშიში როგორც უსაფრთხო,ღამეა უკიდეგანო, მოულოდნელობებით სავსე,საინტერესოც, ბევრი რამის დანახვა შემიძლია მასში მთავარია როგორ შევხედავ მას და რას დაგანახებს ის თავისი იდუმალი სამყაროდან… ვფიქრობ, ცხოვრებაც ასეთივეა, ბევრი პარალელის გავლება შეიძლება მათ შორის. ყველაფერს აქვს თეთრი და შავი მხარე,ნათელი და ბნელი,ეს ორივე კი ერთმანეთზე იმდენად არიან დამოკიდებულნი რამდენადაც დამოუკიდებელი და განსხვავებული, ორი საწინააღმდეგო მხარე, რომელთაც საერთო არაფერი აქვთ, არაფრით გვანან ერთმანეთს, მაგრამ ერთმანეთის გარეშე არცერთი არ არსებობს, ისინი ერთმანეთს ავსებენ. ყოველთვის ვფიქრობდი,რომ თუ რამე დადებითი მოხდებოდა მას უარყოფითიც მოჰყვებოდა ასეა მოწყობილი სამყარო, კარგს, დადებითს, ყოველთვის საპირისპირო მომენტებით ვაფასებთ. ბედნიერებას ყველა საკუთარი საზომით ზომავს, ასევე მეც, მაქვს ჩემი ბედნიერი საზომი და ეს ,,სიყვარულია“ მთავარი გრძნობა სამყაროში, ვფიქრობ რომ რაც უფრო დიდია ბედნიერება და სიყვარული მით უფრო დიდია ტკივილი და შიში, გეშინია ყოველი ბედნიერი წუთის, რადგან არ გინდა დამთავრდეს, მაგრამ ყველაზე და ყველაფერზე მეტად მაინც ამ გრძნობისკენ ვილტვით, ვიცით რომ გვეტკინება, შეგვეშინდება, დავიტანჯებით, მაგრამ გვეყვარება და ეს ყველაფრად ღირს. შიში არსად ქრება ისევე როგორც ბედნიერება, ეს ორი ერთმანეთისგან განსხვავებული, მაგრამ ერთმანეთზე მიჯაჭვული გრძნობებია, ერთმანეთის გარეშე რო ვერ შექმნი, ისევე როგორც სინათლე და სიბნელე, მთავარია არ მივცეთ უფლება სიბნელეს რომ გადაფაროს ყოველივე ნათელი, ვაკონტროლოთ მაგრამ არცერთი არ უნდა გავაქროთ თვალთახედვიდან,არცერთი არ უნდა წავშალოთ გონებიდან, რადგან ამით ყველაფერს დავკარგავთ. რთულია ყოველი ტკბილი და ბედნიერი მომენტის დროს გეშინოდეს მისი დასასრულის, ყოველი დასაწყისის დროს ფიქრობდე დასასრულზე და ამით აფუჭებდე ყველაფერს, ეს დაავადებაა რომელსაც აღმოვაჩენთ ხოლმე საკუთარ თავში, სიბნელეს ზოგჯერ უფლებას ვაძლევთ გადაფაროს სინათლე და ამ სიბნელეში ვიკარგებით. ბედნიერებას შიშით ვაფასებთ და ვკარგავთ კონტროლს, ვმარცხდებით შიშთან და ამით იმაზე მეტს ვკარგავთ ვიდრე იმ მომენტში შეგვიძლია წარმოდგენა, ვიკარგებით… დასაბრუნებელი გზა რთულია მაგრამ გზას ის სინათლე გვიკვალავს რომელიც თავად ჩავამხეთ და გადავმალეთ, ის არსად ქრება მთავარია სიბნელეში შევძლოთ სინათლის დანახვა და გავყვეთ მას უკან დასაბრუნებელ გზაზე, უკან რეალობაში და სამყაროში სადაც ბედნიერებით ტკბობა უნდა ვისწავლოთ და აღარასდროს მივცეთ სიბნელეს სინათლეზე გამარჯვების უფლება, იქ სადაც ბალანსის დაცვას ვისწავლით. ესეა, ღამე ბნელია, მაგრამ…მაგრამ ამავდროულად ნათელიც…“ - წერია წერილში tia.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts