planeta.ge Posted December 25, 2021 დარეპორტება გაზიარება Posted December 25, 2021 22 დეკემბერს ვარკეთილში ახალგაზრდა კაცმა ხუთი თვის ორსული მეუღლე მოკლა. ქალს სასიკვდილო ჭრილობები დანით აქვს მიყენებული. გარდაცვლილი ქეთი კეპულაძეა, ბრალდებული კი გოგა გზირიშვილი.მედიაში არსებული ინფორმაციით, ბრალდებულმა 30-მდე ჭრილობა მიაყენა გარდაცვლილს.როგორც ბრალდებულის დედა ია ძამაშვილი მედიასთან საუბრისას განმარტავს, შვილმა მეორე შვილი და შვილიშვილი მოუკლა.„შვილმა მომიკლა შვილი და შვილიშვილი, მე გოგას დედა ვარ, მაგრამ ის მკვლელია“, – ამბობს ძამაშვილი.ია ძამაშვილი ჰყვება, რომ შვილსა და რძალს შორის კონფლიქტის შესახებ არაფერი იცოდა. ქალის მტკიცებით, მისთვის უცნობია, რატომ ჩაალაგა საბედისწერო ღამეს ქეთა კეპულაძემ ჩემოდანი.სადაც გინდათ იქ იკითხეთ, თუ გინდათ ქეთის სოფელში იკითხეთ, როგორი ბავშვი იყო. თქვენ თვითონ გამოიძიეთ, რატომ მიდიოდა ჩემი რძალი… ნეტა მართლა წასულიყო. დედამისს ჰკითხეთ რატომ მიდიოდათქო. ჩემთვის მაგ ბავშვს არაფერი უთქვამს“, – უთხრა „შაბათის“ ეთერს მკვლელობაში ბრალდებულის დედამ.„შაბათის ეთერის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი მიმდინარე წლის, 21 დეკემბერს ერთი შვილთან ერთად, სახლიდან წასასვლელად ემზადებოდა, ნათესავებს წინასწარ უთხრა, რომ „ასე ცხოვრებას ვეღარ გააგრძელებდა, რადგან გოგა ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე იყო დამოკიდებული და მასთან ერთად ცხოვრების ყოველი დღეს წინაზე უარის იყო“.გამოძიების ინფორმაციით, ქეთამ წასვლა ვერ მოასწრო. სახლში დაბრუნებულმა ქმარმა მას 30 ჭრილობა დანით ერთი წლის შვილის თვალწინ მიაყენა.ირკვევა, რომ გოგა გზირისშვილმა 112-ში თავად დარეკა, უთხრა, რომ ორსული ცოლი დანით მოკლა და პოლიციის მისვლა ითხოვა.გამოძახებიდან რამდენიმე წუთში ვარკეთილის მესამე მიკრორაიონში მდებარე კორპუსი პოლიციის ალყაში მოექცა. სამართალდამცველები თავიდან შეცდომით მეზობლის ოთახში შევარდნენ, თუმცა ამ დროს გოგა გზირიშვილმა მათ თავად დაუძახა, ის პოლიციას მოკლული ქალის ცხედართან ხელებაწეული ელოდა.ფეხმძიმე ცოლის მკვლელობაში ბრალდებული გოგა გზირიშვილი დანაშაულს აღიარებს, თუმცა ირწმუნება, რომ მას მეუღლე განზრახ არ მოუკლავს.როგორ ან რის გამო მიაყენა საკუთარ ფეხმძიმე ცოლს 30 ჭრილობა, გოგა გზირიშვილმა ეს სასამართლო პროცესზე ვერ გაიხსენა.მოკლული ოჯახის წევრები და ახლობლები ამბობენ, რომ გოგა გზირიშვილი ფსიქოტროპული მედიკამენტებზე იყო დამოკიდებული.ფეხმძიმე ცოლის მკვლელობაში ბრალდებული გლდანის ციხეშია.თუ დადასტურდა, რომ გოგა გზირიშვილს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, შესაძლოა მან წლები ციხის ნაცვლად ფსიქიატრიულ კლინიკაში გაატაროს.სტატიის წყარო: digest pia geThe post „შვილმა მომიკლა შვილი და შვილიშვილი, მე გოგას დედა ვარ, მაგრამ ქეთაც ჩემი შვილი იყო“ – ბრალდებულის დედის პირველი კომენტარი appeared first on InterPost.ge. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts