Jump to content
Planeta.Ge

კვარაცხელია: “მამუკა ჯუღელს 100 პროცენტით ვენდობი”


Recommended Posts

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის “რუბინის” გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ მის შესაძლო ტრანსფერზე მოკლე კომენტარი გააკეთა.

ხვიჩამ გადაცემაში “სპორტი იმედზე” აგენტ მამუკა ჯუღელზეც ისაუბრა.

“თუ რამე გადასაწყვეტია, ალბათ, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე უნდა გადაწყდეს ყველაფერი. რუსი ჟურნალისტების კრიტიკა ჩემზე დიდ გავლენას არ ახდეს. ყველას შეუძლია ყველაფერი თქვას, დიდ ყურადღებას არ ვაქცევ. არც ვცდილობ, რამე ვიკითხო.

მე და მამუკა ჯუღელი 12 წლიდან ერთად მოვდივართ. ის მამაჩემის ახლო მეგობარია. დიდი ხანია ახლო ურთიერთობა გვაქვს ოჯახთან. მასზე და რა თქმა უნდა, ჩემზეა დამოკიდებული ყველაფერი. დარწმუნებული ვარ და 100 პროცენტით ვენდობი, რომ ის ჩემთვის საუკეთესოს გააკეთებს”, – განაცხადა კვარაცხელიამ.

The post კვარაცხელია: “მამუკა ჯუღელს 100 პროცენტით ვენდობი” appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...