planeta.ge Posted December 26, 2021 დარეპორტება გაზიარება Posted December 26, 2021 ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ საქართველოში იანვრის მეორე ნახევრიდან “ომიკრონის“ შტამი დომინანტური გახდება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ვირუსის ახალი ვარიანტი მსუბუქად მიმდინარეობს, რაც დიდი რაოდენობით პაციენტების შემთხვევაში, ჰოსპიტალური სექტორის კოლაფსს არ გამოიწვევს.“ომიკრონს“ ძალიან სწრაფად აქვს შესაძლებლობა, გახდეს პანდემიური შტამი. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 2-3 დღეში ყველა ქვეყანაში “ომიკრონის“ რაოდენობა ომაგდება. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოსთვის იანვრის მეორე ნახევრიდან ეს შტამი დომინანტური იქნება. ამიტომ აქ არაფერი უცხო და მოულოდნელი არ უნდა იყოს.შესაბამისად, მზაობა უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს და უსაფრთხოება განგაშზე უნდა იყოს გამოცხადებული, რადგან ჩვენ გვყავს მილიონზე მეტი მოქალაქე, რომელიც არის მოწყვლადი ამ შტამის მიმართ და არა მარტო. სამწუხაროდ, რეინფიცირების შემთხვევებიც იქნება და ვაქცინირებული ადამიანების ნაწილიც ავად გახდება. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა სცენარისთვის მზად ვიყოთ. ერთი დამაიმედებელი ინფორმაცია არის ის, რომ 50-70%-მდე ნაკლებია მძიმე დაავადების, ანუ ჰოსპიტალიზაციის რისკი, ეს გვაძლევს იმის ვარაუდის შესაძლებლობას, რომ დიდი რაოდენობით პაციენტების შემთხვევაში, ჰოსპიტალური სექტორის კოლაფსთან საქმე არ გვექნება“,-განაცხადა კულუმბეგოვმა.The post “საქართველოში იანვრის მეორე ნახევრიდან “ომიკრონი” დომინანტური იქნება” – ბიძინა კულუმბეგოვი appeared first on [/url]. ALIA.GE Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts