Jump to content
Planeta.Ge

მთავ­რო­ბა ადა­მი­ა­ნე­ბი­ვით არ გვე­ლა­პა­რა­კე­ბა, ძაღ­ლებს უფრო დიდ პა­ტივს სცემს, უფრო აფა­სებს, ვიდ­რე ჩვენ – თამრიკო ჭოხონელიძე


Recommended Posts

მომ­ღე­რა­ლი თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძე ამ­ბობს, რომ ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლად გა­ნიც­დის იმ ყვე­ლა­ფერს, რაც პო­ლი­ტი­კურ­მა და­პი­რის­პი­რე­ბამ ქარ­თველ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ქვე­ყა­ნას მო­უ­ტა­ნა. კი­თხვა­ზე – სად ხე­დავს იმედს? – მპა­სუ­ხობს, – მხო­ლოდ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, რო­მელ­საც ეყო­ფა გო­ნი­ე­რე­ბა, გა­ე­მიჯ­ნოს პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მიერ და­ნერ­გილ აგ­რე­სი­ას.

– ძა­ლი­ან იმე­დი­ა­ნი, ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი ვარ, მაგ­რამ ახლა არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა ძა­ლი­ან მთრგუ­ნავს. ჭკუ­ი­დან მშლის ის ფაქ­ტი, რომ მთავ­რო­ბა ადა­მი­ა­ნე­ბი­ვით არ გვე­ლა­პა­რა­კე­ბა, ძაღ­ლებს უფრო დიდ პა­ტივს სცემს, უფრო აფა­სებს, ვიდ­რე ჩვენ, რაც ჩემ­თვის ძა­ლი­ან შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია. ამ პი­რო­ბებ­ში, რო­მელ “დიდ” ან სუ­ლაც “პა­ტა­რა” შე­რი­გე­ბა­ზეა ლა­პა­რა­კი, რო­დე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ყვე­ლა გან­ცხა­დე­ბა­ში იგ­რძნო­ბა, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი, თა­ვი­სი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არ უყ­ვართ. რო­გო­რი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რიც უნდა ჰქონ­დეს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან ვერ ვხე­დავ, რომ მათ ვინ­მე უყ­ვართ, და არ ვიცი, ამ რე­ა­ლო­ბა­ში ქარ­თვე­ლი ხალ­ხი რამ­დე­ნად შემ­რი­გე­ბე­ლია. ვე­ღა­რა­ფერს ვე­ღარ ვუს­მენ, ვი­ნა­ი­დან ზი­ზღის ენის მეტი სხვა არა­ფე­რი ის­მის მათ­გან. არა­და, რო­დე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ხარ, სულ რომ არ გე­პიტ­ნა­ვე­ბო­დეს ვი­ღა­ცა, სხვა ტო­ნა­ლო­ბა­ში უნდა ესა­უბ­რო შენს მო­სახ­ლე­ო­ბას, ვი­ნა­ი­დან მის წი­ნა­შე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გაქვს, რაც უნდა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზრი ჰქონ­დეთ ხე­ლი­სუფ­ლის მი­მართ. ისე­თი შე­ფა­სე­ბე­ბი და მო­საზ­რე­ბე­ბი ის­მის ოპო­ზი­ცი­ი­სა და მისი მომ­ხრე­ე­ბის მი­მართ, შე­მე­შინ­და.

– თუმ­ცა არც ოპო­ზი­ცია აკ­ლებს, არა?

– დიახ, მაგ­რამ მათი მხრი­დან წა­მო­სუ­ლი სი­ძულ­ვი­ლის ენა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ხელ­წაკ­რუ­ლია ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან. პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აქვს სა­ზო­გადoების წი­ნა­შე. შე­იძ­ლე­ბა, შენი ხალ­ხი, შენი მო­სახ­ლე­ო­ბა, ვი­საც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზრი აქვს, მტრად ჩათ­ვა­ლო?!. არა­და, ამას ყო­ველ­დღე, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის თით­ქმის ყვე­ლა წარ­მო­მად­გენ­ლის­გან ვხე­დავთ და გვეს­მის. ბოლ­შე­ვი­კე­ბის დრო­ში ვცხოვ­რობთ?.. სხვა თუ არა­ფე­რი, სირ­ცხვი­ლია, თუნ­დაც მე­გო­ბა­რი ქვეყ­ნე­ბი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბის წი­ნა­შე. მტერს მეტი არა­ფე­რი უნდა. ერთი სული აქვს, რო­დის დავ­ჭამთ ერ­თმა­ნეთს, და ამას ვა­კე­თებთ კი­დეც. ასე­თი პო­ლა­რი­ზე­ბუ­ლი, გახ­ლე­ჩი­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბა. პო­ლი­ტი­კამ ოჯა­ხე­ბიც კი და­ან­გრია. თუ რა­მე­ზე შე­იძ­ლე­ბო­და, ყვე­ლა­ფერ­ზე აი­სა­ხა, და ასეთ დროს შე­რი­გე­ბის­კენ ეს ზე­რე­ლე მო­წო­დე­ბე­ბი, არ ვიცი, საშ­ვე­ლი და გა­მო­სა­ვა­ლი არის თუ არა.

ვრცლად: http://gza.kvirispalitra.ge/saxe/9182-mudam-am-sitqvebis-ertguli-viqavit-da-viconebdit-tavs/

The post მთავ­რო­ბა ადა­მი­ა­ნე­ბი­ვით არ გვე­ლა­პა­რა­კე­ბა, ძაღ­ლებს უფრო დიდ პა­ტივს სცემს, უფრო აფა­სებს, ვიდ­რე ჩვენ – თამრიკო ჭოხონელიძე appeared first on [/url].

 

ALIA.GE

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...