Jump to content
Planeta.Ge

დიდი ხანი დამჭირდა ამ ყველაფრის გასააზრებლად, თუმცა, საკუთარი ორიენტაციის შესახებ გულის სიღრმეში ყოველთვის ვიცოდი – დემნა გვასალია


Recommended Posts

დემნა გვასალიამ “ბალენსიაგა” 2021 წლის ყველაზე განხილვად ბრენდად აქცია, პანდემიის გამო გაჩერებული მოდის სახლებისგან განსხვავებით მან დრო ნაყოფიერად გამოიყენა და Lyst Index-ის პლატფორმაზე “გუჩიც” კი ჩამოიტოვა.

ჟურნალმა Ok-მ საერთაშორისოდ აღიარებულ ქართველ დიზაინერთან და “ბალენსიაგას” მოდის სახლის კრეატიულ დირექტორთან დემნა გვასალიასთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც მან საქართველოდან წასვლის მიზეზი დაასახელა, ეს მიზეზი კი ჰომოფობიური გარემო აღმოჩნდა…

ჟურნალისტის კითხვას სექსუალური ორიენტაციის გავლენის შესახებ ცნობილი დიზაინერი ასე პასუხობს:

“დიდი ხანი დამჭირდა ამ ყველაფრის გასააზრებლად, თუმცა, ვფიქრობ, რომ საკუთარი ორიენტაციის შესახებ გულის სიღრმეში ყოველთვის ვიცოდი. ბუნებრივიცაა, მე ხომ ვიზრდებოდი ქვეყანაში, სადაც მენტალიტეტი ჰომოფობიური იყო, რაც სამწუხაროდ დღემდე ასეა.

“თავიდან ჩემი ოჯახისაც კი მეშინოდა, საკუთარ თავს 20 წლამდე ვატყუებდი. ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი სამშობლოს დატოვებისა, ვიცოდი, რომ იქ თავისუფალი ვერ ვიქნებოდი… მიხარია, რომ დღეს ვმუშაობ ინდუსტრიაში, სადაც ჰომოსექსუალობა მიღებულია. მიუხედავად დიდი ცვლილებებისა, სამყარო უმცირესობების მიმართ მაინც აგრესიულია, ამიტომ ვცდილობ, ჩემი საქმიანობა საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად გამოვიყენო.” – ამბობს დემნა გვასალია.

27 წლის მუსიკოსი, ლოიკ გომესი უკვე ხუთი წელია მუშაობს დემნა გვასალიასთან, მათი თანამშრომლობა დაიწყო Vetements-ის შოუს საუნდტრეკის ჩაწერით 2016 წელს. მას შემდეგ ის ქმნის მუსიკას ყველა დიზაინერული შოუსთვის და ფლეილისტებს Balenciaga-ს მაღაზიებისთვის.

წყვილი 2017 წელს დაქორწინდა. ამჟამად შვეიცარიაში, ციურიხში, ტყესთან ახლოს მდებარე სახლში ცხოვრობს. ლოიკი ბოლო პერიოდში ელექტრონული მუსიკის წერითაცაა დაკავებული.

სწორედ მას ეკუთვნის „ქავერი“ „ბალენსიაგას“ ახალი კოლექციის ვიდეოსთვის, რომელიც რამდენიმე თვის წინ იხილა საზოგადოებამ და ძალიან პოპულარულია.

The post დიდი ხანი დამჭირდა ამ ყველაფრის გასააზრებლად, თუმცა, საკუთარი ორიენტაციის შესახებ გულის სიღრმეში ყოველთვის ვიცოდი – დემნა გვასალია appeared first on [/url].

 

ALIA.GE

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...