planeta.ge Posted December 26, 2021 დარეპორტება გაზიარება Posted December 26, 2021 გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მესამე და მეოთხე პრეზიდენტების შეხვედრა ხვალ, 27 დეკემბერს გაიმართება. მთავარი საკითხი, რაზეც მიხეილ სააკაშვილი და გიორგი მარგველაშვილი შეხვედრისას ისაუბრებენ, ეროვნულ თანხმობის იდეის გარშემო განვითარებული პროცესები და მოქმედი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ჩართულობით მიმდინარე კონსულტაციები იქნება. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ყოფილი პრეზიდენტების შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია.“ძალიან მნიშვნელოვანია ის რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი შეხვდება მის წინამორბედს. სამწუხაროა, რომ საპატიმროში შედგება ეს შეხვედრა, მაგრამ ვფიქრობ, მათ შორის საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენის თვალსაზრისით ეს იქნება მნიშვნელოვანი შეხვედრა. ყველა აცხადებს მზადყოფნას, რომ მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესში, მათ შორის ნაციონალური მოძრაობა. რამდენად წარმატებული იქნება ეს პროცესი და რეალურად რა შედეგს მოიტანს, ეს ცხადია, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, რომელიც მათ შორის არ ექვემდებარება არც სალომე ზურაბიშვილის კონტროლს და პირველ რიგში ეს არის ის პოლიტიკური განწყობა, რომელიც ექნება მმართველ პარტიას ამ პროცესთან მიმართებაში”, – თქვა პარლამენტის ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოს” წევრმა, სალომე სამადაშვილმა.ამასთან, როგორც ცნობილია, ხვალ გაიმართება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას შეხვედრაც.შეგახსენებთ, გიორგი მარგველაშვილმა მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს ოფიციალური წერილით 20 დეკემბერს მიმართა. იმავე დღეს, შესაბამის უწყებებს თავად მიხეილ სააკაშვილმაც მოუწოდა, მარგველაშვილისთვის მისი მონახულების უფლება მიეცათ. 22 დეკემბერს, პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ მეოთხე პრეზიდენტს ჰოსპიტალში შესვლის უფლებას მისცემს.The post მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი მარგველაშვილის შეხვედრა ხვალ გაიმართება appeared first on [/url]. ALIA.GE Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts