planeta.ge Posted December 26, 2021 დარეპორტება გაზიარება Posted December 26, 2021 კახა კუჭავას პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომას „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი წევრი პაატა მანჯგალაძე აფასებს.„კუჭავა რასაც აკეთებდა დიპლომატიურად, ახლა ამას გააკეთებს პაპუაშვილი პირდაპირ, ხისტად, ყოველგვარი შემოვლისა და დიპლომატიის გარეშე. ეს იქნება განსხვავება. სამწუხაროა ის, რომ საქართველოში არც ერთი კონსტიტუციური ორგანო თავის ფუნქციას არ ასრულებს და ამას თქვენც გრძნობთ.ყველა თანამდებობა ფიქციაა. მანქანა ემსახურებათ, პრემიებს, ხელფასებს იღებენ, მაგრამ ამის უკან არანაირი შინაარსი არ გააჩნიათ არც პრემიერ-მინისტრს, არც პარლამენტის თავმჯდომარეს სამწუხაროდ. ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევძლოთ, რომ ძალაუფლება კულუარებიდან ისევ საჯარო სივრცეში გადმოვიტანოთ, როგორც არის კონსტიტუციით განსაზღვრული”, – განაცხადა მანჯგალაძემ.ცნობისათვის, კახა კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარეობის პოსტი ორი დღის წინ დატოვა. მის შემცვლელად მმართველმა პარტიამ პარლამენტარი შალვა პაპუაშვილი წარადგინა.The post „მანქანა ემსახურებათ, პრემიებს, ხელფასებს იღებენ, მაგრამ ამის უკან არანაირი შინაარსი არ გააჩნიათ” – პაატა მანჯგალაძე appeared first on [/url]. ALIA.GE Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts