planeta.ge Posted December 26, 2021 დარეპორტება გაზიარება Posted December 26, 2021 „მიხეილ სააკაშვილს კომპლექსური რეაბილიტაცია სჭირდება მისთვის უსაფრთხო ადგილას ანუ საქართველოს გარეთ“, – ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა. „მაშინებს ის ფაქტი, რომ ამ კვირების განმავლობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნამდვილად არ მიდის უკეთესობისკენ. როგორც იტყვიან, პრობლემების მთელი რიგი ჯაჭვია, რომელიც იმ ცუდი და არაადამიანური მოპყრობის შედეგად განუვითარდა, რასაც ციხეში იღებდა. მას არ ექცევა სათანადო ყურადღება.მაგალითად, რამდენიმე დიაგნოსტიკური აპარატი არ არის, ამიტომ ჯერ კიდევ არ გვაქვს სრული ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის შესახებ. მას კომპლექსური რეაბილიტაცია სჭირდება მისთვის უსაფრთხო ადგილას ანუ საქართველოს გარეთ. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, უკრაინის ომბუდსმენი უკვე ადამიანის უფლებათა სასამართლოში მხარე იქნება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის არის ადამიანი, რომელიც იცავს სიმართლეს.იმ ადამიანების გადაწყვეტილება, რომლებმაც ახლა შიმშილობა დაიწყეს, ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, მნიშვნელოვანია სალომე ზურაბიშვილის მიერ წამოწყებული ინიციატივა“, – აღნიშნა ლიზა იასკომ. The post „სააკაშვილს საქართველოს გარეთ კომპლექსური რეაბილიტაცია სჭირდება“ – ლიზა იასკო appeared first on [/url]. ALIA.GE Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts