planeta.ge Posted December 26, 2021 დარეპორტება გაზიარება Posted December 26, 2021 „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან, სპეციალურად მოწყობილ კარავში სასწრაფო დახმარების ბრიგადაა მობილიზებული – კარვებში მყოფი ერთ-ერთი მოშიმშილე შეუძლოდ გახდა. წინასწარი ინფორმაციით, მას აღენიშნება არტერიული წნევის და შაქრის ვარდნა. ასევე, მას აქვს საკმაოდ ძლიერი ტკივილები კუჭზე. მედიკოსები მოშიმშილე პირს სულ ცოტა ხანში კლინიკაში გადაიყვანენ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან უკვე მეექვსე დღეა 300-ზე მეტი ადამიანი პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს. მოშიმშილეებს მხარდამჭერები ყოველდღიურად ემატებიან.მთავარი მოთხოვნა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლება და ქვეყანაში პოლიტიკური დევნის დასრულებაა.The post პროტესტის მე-6 დღე – ერთ-ერთი მოშიმშილე ცუდად გახდა appeared first on [/url]. ALIA.GE Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts