planeta.ge Posted December 25, 2021 დარეპორტება გაზიარება Posted December 25, 2021 მესტიის მერიის განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში, მუნიციპალიტეტი მუდმივად ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემის წინაშე დგას.მერიაში ამბობენ, რომ მესტიას სრული ჩაბნელების საფრთხე ემუქრება, რაც როგორც საყოფაცხოვრებო დისკომფორტს, ასევე ტურისტული სეზონის ჩავარდნას გამოიწვევს.„დასამალი არ არის, რომ ყოველივე ზემოაღნიშნულის მთავარი მიზეზი ე.წ მაინერების მომრავლებაა. მესტიის მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის საჭიროა 7 მეგავატი ელექტროენერგია. ამის ფონზე კი დღეს მუნიციპალიტეტი მოიხმარს 27 მეგავატამდე ელექტროენერგიას, საყურადღებოა ისიც, რომ გასული წლების მონაცემებთან შედარებით, დღევანდელი მოხმარება 237%-ით არის გაზრდილი“, – აღნიშნულია განცხადებაში.განცხადებაში აღნიშნულია, რომ არსებული ელექტროგადამცემი ხაზები ვერ უძლებენ გათვალისწინებულზე ოთხჯერ მეტ დატვირთვას, რის შედეგადაც გახშირდა დაზიანებები.მომხდარს ეხმაურებიან ადგილობრივები და ამბობენ, რომ ყველასთვის ცნობილია იმის შესახებ, რომ მესტიაში მოქალაქეებს დენი პერიოდულად გრაფიკით მიეწოდებათ.„5 წუთი რომ იქნება დენი, მერე ისევ წავა შუქი, ძალიან გაწვალებულები ვართ. ქვეყანამ იცის ჩვენი უშუქობის ამბავი. ვბრუნდებით 90-იან წლებში“, – განაცხადეს ადგილობრივებმა.გარდა ამისა, მოქალაქეები ამბობენ, რომ პრობლემები ექმნებათ განათლებასთან დაკავშირებით. მათი თქმით, ბავშვები სინათლის არ ქონის გამო ონლაინ გაკვეთილებზე ვერ ერთვებიან. ამასთანავე, იყენებენ სანთლებს, რაც რამდენიმე საათიც ვერ ძლებს.„სინათლე არ გვაქვს. ეს ყველაფერი რატომ უნდა ხდებოდეს მარტო სვანეთში, ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ. სანთლები გვაქვს, იმით ვცხოვრობთ, ნავთი არ გვაქვს. სანთლებით ვარ და ერთი-ორი საათი ვერ ძლებს, რა ქნან ბავშვებმა, როგორ ისწავლონ სინათლე რომ არ გვაქვს. ონლაინშიც ვერ ერთვებიან იმიტომ, რომ სინათლე არ არის“, – ამბობს მესტიის მკვიდრი.The post „ვბრუნდებით 90-იანებში“ – მესტია სრული ჩაბნელების საფრთხის წინაშე appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts