Jump to content
Planeta.Ge

Dailyinfo მერიაში განმარტავენ, იზრდება თუ არა პარკირების საფასური


Recommended Posts

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ზონალურ-საათობრივი პარკირებაზე ცვლილება ბიზნესსექტორს შესთავაზეს და რამდენიმე პაკეტი წარადგინეს.

მისი თქმით, პარკირებაზე აქამდე არსებული ყველა ფასი უცვლელი დარჩება და აბონემენტით სარგებლობა ყველას ნებაყოფლობით შეეძლება.

„ზონალურ-საათობრივი პარკირების ღირებულება ისევ ერთი ლარია, წლიური სააბონემენტო კი, კვლავ 50 ლარი ღირს. ჩვენ სიახლის სახით შევთავაზეთ ბიზნესსექტორს, რაც მათი მოსაზრებაც იყო, რომ თუ მაგალითად, კომპანია გადაიხდიდა 800 ლარს სატრანსპორტო საშუალებაზე წლის განმავლობაში, საათობრივი საფასური მისთვის მთელი წელი ყოფილიყო უფასო. ეს არ არის სავალდებულო. ყველა არსებული პირობა, ოფცია და ფასები, რომელიც დღეს და დღემდე მოქმედებდა, ისევეა შენარჩუნებული, უბრალოდ დამატებითი ოფციის სახით, შემოტანილია წლიური, ექვსთვიანი, ერთთვიანი და ერთდღიანი აბონემენტები, რომელთა შეძენა შეუძლიათ ორგანიზაციებსა და ბიზნესსექტორს, სურვილის შემთხვევაში“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ცნობისთვის, პროექტის მიხედვით, პარკირებაზე სააბონემენტო სისტემის შემოღება იგეგმება. აბონემენტების ფასები შემდეგნაირი იქნება:

  • 1 დღე – 20 ლარი (გადახდის მომენტიდან 24 საათის განმავლობაში);
  • 1 კვირა – 100 ლარი (გადახდის მომენტიდან 6 კალენდარული დღის განმავლობაში);
  • 1 თვე – 300 ლარი (გადახდის მომენტიდან შემდეგი თვის შესაბამისი რიცხვის ჩათვლით);
  • 6 თვე – 500 ლარი (გადახდის მომენტიდან მომდევნო 182 კალენდარული დღის განმავლობაში);
  • 1 წელი – 800 ლარი (გადახდის მომენტიდან შემდეგი წლის შესაბამის კალენდარულ დღემდე).

The post მერიაში განმარტავენ, იზრდება თუ არა პარკირების საფასური appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია.

 

dailyinfo

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...