planeta.ge Posted December 25, 2021 დარეპორტება გაზიარება Posted December 25, 2021 საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს აღსაყდრებიდან 44-ე წლისთავს ულოცავს.„სრულიად საქართველოს ვულოცავ თქვენი აღსაყდრების დღეს! თქვენი ღვაწლი ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე განუზომელია. თქვენ შეძელით ძნელბედობის ჟამს შეგენარჩუნებინათ ჩვენი ქვეყნის, საზოგადოებისა და საქართველოს ეკლესიის ერთიანობა და ამ უმძიმეს პასუხისმგებლობას დღემდე უდიდესი ერთგულებით ატარებთ.დღეს კვლავ დადგა მძიმე დრო, როცა ჩვენი ერი და ბერი საქართველოს ეკლესიის მეთაურისაგან მოელის ხალხისათვის ქრისტიანული და ქართული ზნეობრივი ნორმების ჩვეული მამობრივი მზრუნველობით შეხსენებას. სწორედ ჩვენი ზნეობრივი ნორმების დაცვამ უნდა გახადოს შესაძლებელი არსებულ პოლარიზებულ გარემოში საქართველოში ერთმანეთის პატივისცემასა და ნდობაზე დამყარებული ურთიერთობის ფორმირება, რომლის გარეშე შეუძლებელია საერთო თანხმობის მიღწევა ეროვნული მნიშვნელობის საკითხებზე.საქართველოს თქვენი სახით ჰყავს ქრისტიანული და კავკასიური ზნეობის ბურჯი და სწორედ თქვენი ღვაწლი მაძლევს უდიდეს იმედს, რომ ჩვენი საზოგადოება დარჩება ერთგული ქართული, კავკასიური და ქრისტიანული ზნეობის და ჩვენი ღირსეული წინაპრების ღირსეული შვილები ვიქნებით.ჩვენი მრავალფეროვანი საზოგადოების სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობასა და მხნეობას ერისა და ქვეყნის მშვიდობისა და ერთიანობისთვის ლოცვაში“, – ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში.The post სალომე ზურაბიშვილი პატრიარქს მიმართავს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts