planeta.ge Posted December 24, 2021 დარეპორტება გაზიარება Posted December 24, 2021 "მთავარი არხის" დირექტორი ნიკა გვარამია ეხმაურება პარლამენტის თავჯდომარის , კახა კუჭავას გადადგომას და ამბობს, რომ ეს პროცესი საბოლოო განაცხადია დასავლეთზე უარის თქვმის. "კუჭავა ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ ამბობდა, რომ ფენომენალურ საპარლამენტო რეფორმებს გეგმავს და ამისთვის აპირებს მთელი დარჩენილი ვადის დათმობას. ერთ კვირაში ფენომენალური რომ არაფერი მოხდა, ცხადია. რამდენიც არ უნდა განვიხილო აქ და ახლა კუჭავა კრიტიკულად (და პოზიტიური მასზე სთქმელი არც რამე მაქვს), რამდენიც არ უნდა მქონდეს სალაპარაკო, როგორი უფერული პარლამენტის თავმჯდომარე იყო (და, ცხადია, იყო) და როგორი ჭრელი წინდები ეცვა (და ძალიანაც კარგი, რომ ეცვა), ეს სტატუსი ამაზე არაა. სრულიად ცხადია, რომ კუჭავა უკვე მეორე პარლამენტის თავმჯდომარეა, რომელიც ვითომ გადადგა, სინამდვილეში კი არაფორმალურმა მმართველმა გადააყენა. ეს კი სახელმწიფოს მიტაცების და ხელისუფლების უზურპაციის უტყუარი და ამომწურავი ინდიკატორია.რა დამოკიდებულებაც არ უნდა გვქონდეს კუჭავას მიმართ, მისი "გადადგომა" მკაფიო და საბოლოო განაცხადია დასავლეთზე უარის თქმის. ამიერიდან, ევროკავშირის დროშას რომ დაწვავენ რუსების აგენტები, მისი ფორმალური და მოჩვენებიი აღმართვაც კი აღარ ჩათვალა ივანიშვილმა საჭიროდ და ეს ფორმალურად და მოჩვენებითად აღღმართველი სრულიად არაფორმალურად და არამოჩვენებითად გადააყენა."- წერს ნიკა გვარამია tia.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts