Jump to content
Planeta.Ge

tia “ოცნება” მზადაა “დაარტყას” პრეზიდენტს, რასაც კუჭავა არ იკადრებს” – თამარ კორძაია


Recommended Posts

1640363358_01f9710ee7d7cd55d0f81ec052ecdce6_xl.jpg

დეპუტატი, თამარ კორძაია, ტვ პირველთან სამთავრობო ცვლილებებს, კერძოდ, პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე კახა კუჭავას შალვა პაპუაშვილით ჩანაცვლებას ეხმაურება და ამბობს, რომ ქართულმა ოცნებამ დღევანდელი გადაწყვეტილებით, გამოხატა მზადობა, რომ საჭიროების შემთხვევაში მზადაა დაარტყას პრეზიდენტს, რასავ კუჭავა არ იკადრებს.

 

“ამ შემთხვევაში ქართულმა ოცნებამ თქვა, რომ არავითარი მაგიდასთან ჯდომა, იმიტომ რომ ბატონი შალვა არ გამოირჩევა მოლაპარაკებების უნარით, ის არის კობახიძის ფრთა. მე ვფიქრობ, ირაკლი კობახიძე დაბრუნდა დღეს პარლამენტის თავმჯდომარედ. ესენი არიან ერთი გუნდი – ეს ჩანს პარლამენტში, ის აგრესიული რიტორიკა რაც აქვს ირაკლი კობახიძეს, აქვს შალვა პაპუაშვილსაც და სხვებსაც.

 

ფაქტია, რომ ეს გადაწყვეტილება არ არის მათი მხრიდან შემთხვევით მიღებული და მგონია, საპასუხო გადაწყვეტილებაა პრეზიდენტის მიერ დაწყებულ ინიციატივაზე. მე მგონია, რომ ქართულმა ოცნებამ დღევანდელი გადაწყვეტილებით, გამოხატა მზადობა, რომ საჭიროების შემთხვევაში მზადაა დაარტყას პრეზიდენტს, რასავ კუჭავა არ იკადრებს.

 

ცხადია, პასუხია, ცალსახად, როდესაც პარლამენტის თვამჯდომარე იცვლება, ყველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, თან ისეთი პარლამენტის თვამჯდომარე, რომელზედაც ცუდი არავის უთქვამს, ოპოზიციაშიც კი, ყველასთვის მისაღები იყო, ადამიანი, რომელიც უცხოელებთან პოპულარული იყო, ჩვენი პარტნიორები მასთან თავს კარგად გრძნობდნენ და პატივს სცემენ.

 

მე არ მახსოვს პაპუაშვილის ერთი განცხადება მაინც, რომ აი, რაღაცა შეგვეშალა. ასეთი ადამიანის მოყვანა პარლამენტის თავმჯდომარედ, არ შეუწყობს პროცესს ხელს.”

 

 

 

 

tia.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...