Jump to content
Planeta.Ge

“ტორპედომ” მთავარი ტრანსფერი განახორციელა


Recommended Posts

ქუთაისის “ტორპედომ” “დინამო თბილისის” 22 წლის თავდამსხმელი, თორნიკე ახვლედიანი დაიმატა.

ახვლედიანი უკვე დაემშვიდობა “დინამო თბილისს” და მალე სრულფასოვან კონტრაქტს “ტორპედოსთან” გააფორმებს.

მისი სურვილიც იყო, “დინამოს” ხელი არ შეეშალა და ქუთაისში გადასვლის შესაძლებლობა მიეცა. თორნიკე პლეი-აუტში მარტვილის “მერანთან” საუკეთესო იყო და გამარჯვების გოლი დამატებით დროში შეაგდო.

ახვლედიანმა კარიერა “ნორჩი დინამოში” ვალერი გაგუასთან და ვლადიმერ კაკაშვილთან დაიწყო. “ნორჩი დინამოს” გუნდის დაშლის შემდეგ სინჯებზე თბილისის “დინამოში” მივიდა, მაგრამ მე-3 დღესვე მაშინდელმა მწვრთნელებმა უარით გამოისტუმრეს, ისე რომ, შანსიც არ მიუციათ.

შემდეგ იყო “ავაზა”, “ცხინვალი”, “გაგრა”, სადაც ერთხელ ელიგა 2-ში ითამაშა. “გაგრაში” საფეხბურთო კარიერის დასრულებაც სურდა, თუმცა ესპანეთში აღმოჩნდა, სადაც “ლეგანესის”, “სან სებასტიანის” და “დე ლორკის” ახალგაზრდებში ასპარეზობდა. “ლორკაში” მისი მენტორი ურუგვაელი ვალტერ პანდიანი იყო.

საბუთების პრობლემების გამო საქართველოში დაბრუნება მოუწია და მე-4 ლიგელ “ზესტაფონში” საფეხბურთო მენეჯერის, ირაკლი ხვედელიანის დახმარებით მოხვდა, სადაც 5 მატჩში 7 გოლი გაიტანა და რამდენიმე საგოლე პასი შეასრულა. მაშინვე მისით, ამჯერად უკვე,”დინამო თბილისი” დაინტერესდა და მთავარ გუნდში მიიწვიეს.

შეკრებაზე თორნიკე უდავოდ საუკეთესო იყო, თავდამსხმელების პრობლემების გამო 2020 წელს ძირითადშიც გამოჩნდა, მაგრამ ჯერ ტრავმა მიიღო, ბოლოს სხვა ფორვარდებიც დაიმატეს და ახვლედიანი ქუთაისის “ტორპედოში” გაანათხოვრეს.

The post “ტორპედომ” მთავარი ტრანსფერი განახორციელა appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...