planeta.ge Posted December 24, 2021 დარეპორტება გაზიარება Posted December 24, 2021 დავით ზურაბიშვილი “პალიტრანიუსთან” პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე კახა კუჭავას შალვა პაპუაშვილით ჩანაცვლებას ეხმაურება და ამბობს:“გადადგომასაც გააჩნია, ეს აშკარად არ იყო გადადომა პროტესტის ნიშნად, არც მოსალოდნელი გადადგომა იყო… გამოვიდა გუნდთან ერთად, კობახიძემ მოგვახსენა მისი გადადგომის შესახებ, მერე პარლამენტის მომავალი თავმჯდომარე გამოვიდა… ყველანი იდგნენ ერთად. თემა არის ის, რომ მთელი მთავრობა, სახელმწიფო სტრუქტურები არის ბიძინა ივანიშვილის მარიონეტების თეატრები, გადაგმას აქეთ, არც გვიხსნიან… თან გუნდიდან არ მიდიან, რჩებიან… ტიკარაძე რომ გადადგა, იქ იმას მაინც ჰგავდა, რომ ღარიბაშვილს არ ეთანხმებოდა რაღაცა საკითხში. აქ, რატომ წავიდა ეს ადამიანი გაუგებარია. ვფიქრობ, ივანიშვილი იღებს ასეთ გადაწყვეტილებას, მე არ მჯერა, რომ ღარიბაშვილმა ერთ დღეს გაიღვიძა და თქვა, რომ წავიდეს კუჭავა, ან ეს რაღაცას ნიშნავდეს, იმიტომ რომ როგორც წესი, პოლიტიკა რჩება იგივე და საკადრო ცვლილებები პოლიტიკის ცვლილებას არ იწვევს. პატარა აქცენტების ცვლილებას იწვევს, მაგალითად, ღარიბაშვილი რომ გახარიას ნაცვლად მოვიდა, რაღაც-რაღაცეები შეიცვალასავით, მაგრამ არსებითად პოლიტიკა არ შეცვლილა, რადგან პოლიტიკას არ განსაზღვრავს ჩვენთან არც რემიერ-მინისტრი…ერთადერთი რაც კანოზომიერებად შეიმჩნევა, პარლამენტის თავმჯდომარედ უნდა ჰყავდეთ ისეთი, ვინც ინგლისური და კომპიუტერი იცის, ეს არის აუცილებელი მოთხოვნა, იმიტომ რომ ბევრი ჰყავთ ისეთი, ვინც ესეც არ იცის. შალვა პაპუშვილი შეარჩიეს იმიტომ, რომ გერმანელებთან ნამუშევარია და უცხოელებთან კონტაქტი ჰქონია. პოზიტიური იმიჯი ოცნებაში არ ფასობს, პირიქით, რაც უფრო უფრო ნეგატიური იმიჯი გაქვს ხალხის თვალში, მით უფრო კარგია, მით უფრო დაბმული ხარ. დამბის პრინციპია. თუ ვინმეზე ბევრი კომპრომატი არ არის, ასეთი ადამიანის სოციალური კაპიტალის დაგროვებას ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს საფრთხედ და ის ყოველთვის ცდილობს ასეთი ადამიანები არ დააწინაუროს და დიდხანს არ გააჩეროს. ოღონდ, მთლად არ წირავს. არ გარბიან, პროტესტს არ აცხადებენ, მერე შეიძლება კიდევ დასჭირდენ, სადღაც დანიშნონ.რეალურად არაფერი იცვლება, იცვლება რეალურად ის, რომ ცოტა უფრო ნეგატიური იქნება. რა გვახსენდება პაპუაშვილთან დაკავშირებით? თინა ბოკუჩავა ჩამოაგდო ტრიბუნიდან და მგონი, ამან შეუწყო ხელი მის დაწინაურებას. ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაში მინუსი ითლება პლიუსად, ამის ერე უფრო ერთგული ხდები მისთვის… პაპუაშვილი ბოლო დროს ძაან აყოლილია კობახიძე-ღარიბაშვილის ტრენდს. ველოდები სოზარის დაწინაურებასაც…”The post ორი მოთხოვნა, რომელიც ივანიშვილს აქვს პარლამენტის თავმჯდომარესთან – “ეს არის აუცილებელი მოთხოვნა” – დავით ზურაბიშვილი appeared first on [/url]. ALIA.GE Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts