planeta.ge Posted December 24, 2021 დარეპორტება გაზიარება Posted December 24, 2021 ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი, ჟურნალისტი ირინე გოგოსაშვილი!!!პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 76 ხმით მიიღო საქართველოს კანონის პროექტი „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ” კანონში შესატანი ცვლილება.პროექტისაქართველოს კანონი„ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზემუხლი 1. „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1995, #31-33, მუხ. 692) მე-9 მუხლის „გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:„გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, აფხაზეთსა და შიდა ქართლში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლის მონაწილეები: საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამგებლობაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ? სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მოსამსახურეები და მუშაკები, მათ შორის, თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი), საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებაში ჩარიცხული სამოქალაქო პირები, მოხალისეები;”.მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან.საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიროგორც იტყვიან, კეთილი და პატიოსანი, მაგრამ როდესაც საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტში ამდაგვარ კანონპროექტს უკეთებს ვიზირებას, მედიასაშუალებები მცირედი ინფორმაციით მაინც საქმის კურსში არ უნდა ჩააყენოს?ანდა, ის თუ იცის ქალბატონმა პრეზიდენტმა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მტრის კი არა, ქართული გენოფონდის სისხლი სვა იქ დასაქმებულმა ათასობით თანამშრომელმა და 2008 წლის აგვისტოს ომში მებრძოლ სამხედროებსა და ოფიცრებს განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებოდაა?თითო-ოროლა ჯალათის გარდა, ვინმე დასაჯა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ და პროკურატურამ? – არა!!!ანდა, 2008 წლის 8 აგვისტოს ომის გამომწვევი და თავად ამ ომის დროს ჩადენილი დანაშაულებები გამოიძია ვინმემ? – არა!!ვიდრე არაფერი გამოძიებულა, მაშ, რა უფლებით გვითანაბრებთ ომის ნამდვილ ვეტერანებს პენიტენციური, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლებს?! – გვიპასუხეეეთ ქალბატონო პრეზიდენტო, გვიპასუხეთ!!განა სამარცხვინო არ არის ისიც, რომ თავად ომის შემომქმედნი – ნაციონალური მოძრაობის ტერარიუმის მკვიდრნი – გიგი უგულავა, აკო მინაშვილი, ლადო ვარძელაშვილი, ზაზა გოროზია, (რომელიც ოკუპანტი რუსი ოფიცრის მძღოლად ირჯებოდა) და უამრავი სხვა – ომის ვეტერანის საპატიო ტიტულით შემოსა მაშინდელმა ხელისუფლებამ და დღეს ჩვენთან გათანაბრებული არიან სამშობლოს დაცვის კუთხით?!საინტერესოა, როდესაც საქართველოში ომები მძვინვარებდა, თავად სად ბრძანდებოდა მაშინ ქალბატონი პრეზიდენტი, ანდა რაიმე ჰუმანიტარული დახმარება თუ გაუწია საქართველოსთვის მებრძოლ ჯარისკაცებს და მათ ოჯახებს?!!მე არ მსმენია, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტი ფიზიკური ძალით ჩართული იყო, თუნდაც აგვისტოს ომის დროს და მეორე…..რადგან პარლამენტში კანონპროექტი შეიტანა პრეზიდენტის აპარატმა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ვეტერანის სტატუსის მისანიჭებელთა სიებიც უკვე არსებობს, ხოომ?აბა, მაშ 2022 წლის იანვრიდან როგორ შევა ძალაში აღნიშნული კანონიი?იცის თუ არა ქალბატონმა პრეზიდენტმა ის, რომ ამა თუ იმ პირს ვეტერანის სტატუსს მხოლოდ ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახური ანიჭებს?!თუ იცის, მაშინ – რატომ არ მიიწვია აღნიშნული სამსახურის შესაბამისი სპეციალისტები და ასე უჩუმრად, თავის რეზიდენციაში ნაცოდვილარი, სასწრაფოდ რატომ მიეწოდა საქართველოს პარლამენტს კანონპროექტის განხილვა-დამტკიცება?!ქალბატონო სალომე, როგორც უკვე მოგახსენეთ – ვეტერანის სტატუსს ამა თუ იმ პირს აძლევენ მაშინ, როცა გარკვეული მოკვლევაა ჩატარებული, როდესაც არსებობენ ადამიანები, ვინც ვეტერანის სტატუსის მაძიებლის ომში ნაბრძოლობას დაადასტურებენ და კიდევ ბევრი მტკიცებულებაა საჭირო და როგორ გგონიათ -თავად ვეტერანთა სამსახური არ ჩაატარებს დამატებით მოკვლევას, ვის მიანიჭოს სტატუსი და ვის არააა?!!პირადად მე, როგორც ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი, მოქმედი ჟურნალისტი – აუცილებლად ჩავერთვები მოკვლევის პროცედურებში და ღმერთმა ნუ ქნას სიებში ის ადამიანები აღმოჩნდნენ, ვისაც ქართველი პატიმრების სისხლში აქვთ ხელი გასვრილი – ვინც 2008 წლის აგვისტოს ომიდან სასწაულად გადარჩენილი გმირი ჯარისკაცები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შეყარა და სასტიკად აწამა იმის გამო, რომ – არსად, არასდროს მოეყოლათ ის სინამდვილე, რომელიც ომის დროს საკუთარ ტყავზე იწვნიეს და რომელი ისტორიებიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩვეული უტიფრობით მიჩქმალა!!!ღრმად ვარ დარწმუნებული, მსგავსი ,,მეომრები“ უხვად იქნებიან წარმოდგენილი, რადგან „ქართულ ოცნებას“ და პირადად სალომე ზურაბიშვილის ვნებები ნაცების მიმართ, საიდუმლო აღარაა და ყოველმხრივ ცდილობენ, ფაშისტური რეჟიმის ნარჩენების გაკეთილშობილებას ხან საარჩევნო სიების და ხანაც თანამდებობებზე წამოსმის კუთხით!!ვიმეორებ!!!პირადად ჩავერთვები ახლადგამომცხვარი ,,ომის ვეტერანების“ პერსონათა საქმეების მოკვლევით და რომელ ჯალათს გაგვითანაბრებთ მართლაც ნაომარ შემადგენლობას, დაგანახებთ!!!The post სკანდალური კანონპროექტი! – “გვიპასუხეთ ქალბატონო პრეზიდენტო, გვიპასუხეთ!!!” appeared first on [/url]. ALIA.GE Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts