Jump to content
Planeta.Ge

Dailyinfo კორძაია: ვფიქრობ, რომ კობახიძე დაბრუნდა პარლამენტის თავმჯდომარედ


Recommended Posts

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრის, თამარ კორძაიას განცხადებით, კახა კუჭავა პარლამენტის კონსტრუქციული თავმჯდომარე იყო, რაც „ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელი იყო.

მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარედ წარდგენილი კანდიდატი, შალვა პაპუაშვილი ირაკლი კობახიძის ფრთის წარმომადგენელია. კორძაია ამბობს, რომ პაპუაშვილსა და კობახიძეს მსგავსი რიტორიკა აქვთ, რაც აფიქრებინებს, რომ საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელად პაპუაშვილის სახით ირაკლი კობახიძე დაბრუნდა.

„ასეთი გადაწყვეტილებები „ქართული ოცნებისგან“ მოულოდნელი არ არის. კუჭავა იყო არამხოლოდ ზომიერი, კუჭავა იყო კონსტრუქციული პარლამენტის თავმჯდომარე. ისეთ პარლამენტში, როგორშიც ჩვენ ვართ, ის იყო ძალიან კონსტრუქციული. მე ვფიქრობ, რომ ქართულმა ოცნებამ თქვა რომ არავითარი მაგიდასთან ჯდომა არ უნდა. შალვა არ გამოირჩევა მოლაპარაკების უნარით. მე ვფიქრობ, რომ ირაკლი კობახიძე დაბრუნდა დღეს პარლამენტის თავმჯდომარედ. იმიტომ, რომ ისინი არიან ერთი გუნდი, ის რიტორიკა, რაც აქვს ირაკლი კობახიძეს, აქვს შალვა პაპუაშვილს“, – განაცხადა თამარ კორძაიამ „ტვ პირველთან“.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა თანამდებობიდან გადადგა. მის ადგილს შალვა პაპუშვილი დაიკავებს.

The post კორძაია: ვფიქრობ, რომ კობახიძე დაბრუნდა პარლამენტის თავმჯდომარედ appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია.

 

dailyinfo

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...