Jump to content
Planeta.Ge

Dailyinfo უგულავა: კუჭავა არასაკმარისად ველური იყო და იმიტომ მოხსნეს


Recommended Posts

„არასაკმარისად ველური იყო და იმიტომ მოხსნეს“, – ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას გადადგომას ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებაში“ პაიკების გადაადგილება მიმდინარეობს. უგულავა ამბობს, რომ თანამდებობებს „ბავშვები“ ინაწილებენ.

„ეს ამბავი აჩვენებს, რა არის „ქართული ოცნების“ პრიორიტეტი – ქვეყანა იქცევა, ახალ ტალღას ველოდებით „ომიკრონის“ და ჩვენ ჯანდაცვის მინისტრი არ გვყავს, ჯანდაცვის მინისტრს ვერ ნიშნავენ და ამ დროს სამეფო კარის თამაშებივით, რაღაც პაიკების გადაადგილება მიდის. ჩვენს ქვეყანაში მას შემდეგ, რაც ჩამოყალიბდა ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა, ყველა მისი დასული ადამიანი ჰბაძავს მას. კუჭავა, როგორც ჩანს, აღმოჩნდა არასაკმარისად უტიფარი, მკაცრი. რაც შეიცვლება არის ის, რომ კობახიძე ახლა ნაკლებად მისცემს საშუალებას ოპოზიციას, რომ მოინახულოს მიხეილ სააკაშვილი. ახლა დანიშნა უკეთ ადმინისტრირებადი კადრი. არასაკმარისად ველური იყო და იმიტომ მოხსნეს“, – განაცხადა გიგი უგულავამ „მთავარ არხთან“.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა თანამდებობიდან გადადგა. მის ადგილს შალვა პაპუშვილი დაიკავებს.

The post უგულავა: კუჭავა არასაკმარისად ველური იყო და იმიტომ მოხსნეს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია.

 

dailyinfo

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...