planeta.ge Posted December 24, 2021 დარეპორტება გაზიარება Posted December 24, 2021 პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებით, გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება ერთი თვის წინ მიიღო და გუნდთან ამ საკითხს განიხილავდა.კუჭავას გადადგომის მიზეზებზე ბევრი არაფერი უთქვამს. მისი თქმით, იწყებს ახალ პროექტს, რომლის შესახებაც მეტი ინფორმაცია მომავალ წელს გახდება ცნობილი. კუჭავა ამბობს, რომ პროექტის გასაჯაროების შემდეგ უფრო ცხადი გახდება, რატომ გადადგა.„მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო თანამდებობა, რა თქმა უნდა, ეს არ არის ორი, სამი დღის გადაწყვეტილება, დაახლოებით თვეა ამ საკითხზე გვქონდა საუბარი. მე შორს არსად არ მივდივარ, ვრჩები პოლიტსაბჭოში, ვრჩები ჩემს გუნდთან ერთად. ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ვიწყებ, რომელიც ირაკლი ახსენა, თუმცა, რა თქმა უნდა, დეტალებზე არ ვისაუბრებთ, რადგან მომავალ წელს მეტ ინფორმაციას გაიგებთ. ეს დამატებით ახსნის იმ მიზეზებს, რომელზეც დღეს არ შემიძლია ბოლომდე ვთქვათ“, – განაცხადა კახა კუჭავამ.The post კახა კუჭავა გადადგომის მიზეზებს განმარტავს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts