planeta.ge Posted December 24, 2021 დარეპორტება გაზიარება Posted December 24, 2021 ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს 4 მოქალაქე თავისუფალია, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა ირაკლი ანთაძემ განაცხადა.მისი თქმით, მუშაობენ იმისთვის, რომ უკანონო პატიმრობაში მყოფი დანარჩენი პირებიც გაათავისუფლონ. ანთაძე ვერ ასახელებს, როდის მოხდება მათი გათავისუფლება.„ჩვენი უკანონოდ დაკავებული 4 მოქალაქე გადმოვიყვანეთ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე. დღეს ისინი შეხვდებიან ოჯახის წევრებს. უკანონო პატიმრობაში მყოფი დანარჩენი ჩვენი მოქალაქეების მიმართ ხორციელდება ანალოგიური ღონისძიებები. ჩვენ უკანონოდ დაკავებული გვყავს როგორც ოკუპირებულ ცხინვალში, ისე ოკუპირებულ აფხაზეთში. კომუნიკაცია გვაქვს ყოველდღიურად.“, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.The post ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს 4 მოქალაქე თავისუფალია appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts