planeta.ge Posted December 24, 2021 დარეპორტება გაზიარება Posted December 24, 2021 შრომის ინსპექცია ღამის კლუბებს ლუქავს, – ამის შესახებ ინფორმაციას კლუბების დამფუძნებლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.„ბასიანის“ დამფუძნებელი, ნაჯა ორაშვილი ამბობს, რომ მიზანი კლუბების განადგურებაა.„ამ წუთებში ლუქავენ „ბასიანს“ და თუ არ ვცდები, თბილისში არსებულ თითქმის ყველა საკლუბო სივრცეს. მიზანი ცხადზე ცხადია – ჩვენი განადგურება!“, – წერს ნაჯა ორაშვილი.განცხადებას ავრცელებს კლუბ „მტკვარის“ წარმომადგენელი ქეთა გაბუნიაც.„შრომის ინსპექცია არის მოსული მტკვარზე და დალუქვას გვიპირებენ. კლუბში ცხოვრობს 3 კატა და გვეუბნებიან რომ ეს კატები ან წავიყვანოთ, ან ჩალუქავენ შიგნით. ეს პირუტყვები, ეს უსისხლო არსებები, ეს არაადამიანები, ეს რა ქვეყანაა და ეს რა ხალხია. საერთოდ რის საფუძველზე გვლუქავენ, მაგასაც ვერ ხსნიან“, – წერს ქეთა გაბუნია.The post შრომის ინსპექცია ღამის კლუბებს ლუქავს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts