planeta.ge Posted December 24, 2021 დარეპორტება გაზიარება Posted December 24, 2021 თბილისის საქალაქო სასამართლო ორსული, 22 წლის მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულის გოგა გზირიშვილის მიმართ აღკვეთის ღონიძიების შეფარდებაზე სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის პატიმრობას ითხოვს, რასაც თავად გზირიშვილის ადვოკატი ეთანხმება. უფლებადამცველის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა პატიმრობის მზაობა რუსვილი თავად გამოთქვა. გზირიშვილის ადვოკატი ამბობს, მკვლელობის დროს ბრალდებული ფსიქოტროპული წამლების ზემოქმედების ქვეშ იყო და ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. პროკურატურა შემოდის რა თქმა უნდა პატიმრობით და ჩვენც ვეთანხმებით პატიმრობას, მან თვითონ გამოთქვა ამის სურვილი. მან თქვა, რომ მე ვიმსახურებ ამას, სამართლებრივად სრულ კაპიტულაციას აცხადებს", - ამბობს ადვოკატი. საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებული სისასტიკით მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალდება 23 დეკემბერს წარუდგინა. გამოძიებით დგინდება, რომ 22 დეკემბერს, თბილისში, ბრალდებულმა დანით ორსულ მეუღლეს განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში ოცდაათამდე ჭრილობა მიაყენა. ორსული ქალი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. გზირიშვილი დანაშაულს აღიარებს. tia.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts