Jump to content
Planeta.Ge

tia "დღეს კიდევ ერთი პატარა ანგელოზის სიცოცხლე გამოვგლიჯეთ კიბოს ხელიდან" - ნუგზარ სულაშვილი


Recommended Posts

1640340288_1632124806_unnamed.jpg

საფრანგეთში მოღვაწე, "AFG"- ის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი, ნუგზარ სულაშვილი, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

"დღეს კიდევ ერთი პატარა ანგელოზის სიცოცხლე გამოვგლიჯეთ კიბოს ხელიდან.

რომ მკითხოთ ეს მერამდენეა, ნამდვილად ვერ გეტყვით, ან გეტყვით, რომ - ბევრზე ბევრი...

 

როდესაც ევროპარლამენტიდან მომდის კულუარული შეტყობინებები იმასთან დაკავშირებით, რომ დეპუტატების გარკვეული ნაწილი მსჯელობს, საქართველოსთან გამარტივებული ვიზების შეზღუდვაზე, პირველი რაც მეფიქრება, პატარა ონკო-პაციენტების ბედია.

 

ბევრს გახსოვთ ალბათ, თუ რა დაძაბული ურთიერთობა მქონდა იაშვილის კლინიკასთან. ეს ყველაფერი უკავშირდებოდა არასწორი დიაგნოზით გამოწვეულ გართულებებს...

 

მე არასოდეს შევხებივარ ქართველი მედიკოსების პროფესიულ კომპეტენციას. ამ კლინიკას ჰყავს მაღალი კვალიფიკაციის მედპერსონალი, მაგრამ არ აქვთ მაღალი ტექნოლოგიების სამედიცინო ტექნიკა და შესაბამისი ლაბორატორიები. სამწუხაროდ მსგავსი ფუფუნებისთვის არ უზრუნია საქართველოს ხელისუფლებას...

ამჯერად საყვედურების ნაცვლად მადლობას ვუხდი უამრავ ექიმს, რომელიც უიმედო პაციენტების გადასარჩენად თავად მიკავშირდება და ეძებს გზას პრობლემის გადასაჭრელად.

 

მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო, ყველა თქვენგანი ათვითცნობიერებს შესანიშნავად, რომ გამარტივებულმა სავიზო რეჟიმმა, უამრავ ჩვენს თანამემამულეს მისცა უნიკალური შანსი სიცოცხლის გადასარჩენად და დღეს სწორედ ეს შანსი ბეწვზე ჰკიდია...

 

თუ საქართველოს ხელისუფლებამ არ მოთოკა საკუთარი ამბიციები და უარი არ თქვა პრორუსულ კურსზე, მათ კისერზე იქნება იმ ბავშვების ცოდვა, რომელთა სიცოცხლის გარანტიაც, აქ, ევროპაშია და არა გაფარჩაკებულ რუსულ ამბულატორიებში", - წერს სულაშვილი.

 

 

 

 

tia.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...