Jump to content
Planeta.Ge

რა ხდება გუდაური-კობის გზაზე


Recommended Posts

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გუდაური-კობის მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.

უწყების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ99-დან კმ102 მონაკვეთამდე (გუდაურიდან პირველი გვირაბის შესასვლელამდე) ზვავსაშიშროების საფრთხის დონე დაბალია და შესაძლებელია გაწმენდითი სამუშაოების წარმოება.

ზვავსაშიშროების უბანი ამჟამად მხოლოდ კმ102-კმ105-ზეა და 3 კილომეტრამდეა შემცირებული.

ამ დროისთვის გუდაური კობის მონაკვეთზე ორივე მხრიდან პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

პირველი მხრიდან სამუშაოები გრძელდება კმ93-დან კმ102-მდე, ხოლო მეორე მხრიდან – კმ107-დან კმ105-მდე მონაკვეთზე”, – აღნიშნულია განცხადებაში.

The post რა ხდება გუდაური-კობის გზაზე appeared first on [/url].

 

ALIA.GE

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...