Jump to content
Planeta.Ge

“სააკაშვილის გათავისუფლება არის ბიძგი, რომ ქვეყანაში პოლიტიკური დევნა შეწყდეს” – აკო მინაშვილი


Recommended Posts

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, აკაკი მინაშვილი “ინტერპრესნიუსთან” ამბობს:

“მთავარი მიზანი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაა, რომელიც პოლიტიკური მძევალი და პოლიტიკური დევნილია. ყველა აღიარებს – ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ყველა ოპოზიციური პარტია, რომ ეს სასამართლო დამოუკიდებელი არ არის, მართავს „კლანი“, შესაბამისად, ამ ე.წ. სასამართლოს მიერ გამოტანილი ნებისმიერი გადაწყვეტილება ვერ იქნება სამართლიანი რადგან დამოკიდებულები არიან ხელისუფლებაზე. მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება არის ბიძგი, რომ ქვეყანაში პოლიტიკური დევნა შეწყდეს, ამიტომ ეს საკითხი ცდება პარტიულ მიზნებსა და ამოცანებს.

შიმშილობა არის პროტესტის ის ერთ-ერთი ფორმა, რითაც საბოლოო ჯამში მივაღწევთ ქვეყანაში ცვლილებების განხორციელებას. პროტესტის ამ ფორმაზე არ შევჩერდებით, გავაგრძელებთ პროსტესტის სხვა ფორმებს, მათ შორის მანიფესტაციებსა და დემონსტრაციებს სახელმწიფო უწყებებთან, შესაძლოა პროტესტის ეს ფორმა რაღაც პერიოდის შემდეგ სხვა ლოკაციაზე გაგრძელდეს.”

ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობის” ოფისის მიმდებარედ პარტიის წევრებისა და მხარდამჭერების მასობრივი შიმშილობის აქცია უკვე მეოთხე დღეა მიმდინარეობს. ტერიტორიაზე 12 კარავია გაშლილი.

The post “სააკაშვილის გათავისუფლება არის ბიძგი, რომ ქვეყანაში პოლიტიკური დევნა შეწყდეს” – აკო მინაშვილი appeared first on [/url].

 

ALIA.GE

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...