planeta.ge Posted December 24, 2021 დარეპორტება გაზიარება Posted December 24, 2021 „ძალიან საზიანო და ყოველგვარ საფუძველს მოკლებული გზავნილია,“- ასე აფასებს ჟურნალ „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი ელენე ხოშტარიას განცხადებას იმის თაობაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ შიმშილობას აქვს პოტენციალი შექმნას პოლიტიკური კრიზისი, ხოლო ნიკა მელიას თავგანწირვა, პატივისცემას იმსახურებს.„ვწუხვარ, რომ ასეთი აზრები აქვს, ან ასეთი აზრების გამოხატვა სასარგებლოდ მიაჩნია.სიტყვებმა “თავგანწირვა”, “საიმედო” და არა მხოლოდ, სასტიკი დევალვაცია განიცადა და აღარაფერს ნიშნავს.მძიმე განსაცდელშია აშკარად, ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი. რეალობასთან მოჭიდება დაკარგა უდიდესმა ნაწილმა,“- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.ცნობისათვის, ელენე ხოშტარიამ აღნიშნული განცხადება „ტვ პირველის“ ეთერში გააკეთა.„შიმშილობა არის ბრძოლის ფორმა, მშვიდობიანი, მიღებული ფორმა და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როცა ამ გადაწყვეტილებას აცხადებდნენ, ეს არ მოხდა რუსთაველზე ახალი წლის დღეებში…ასევე, არ შეიძლება ადამიანების გადაწყვეტილებას, მათ შორის ნიკა მელიას თავგანწირვას პატივი არ სცე და ყველას ვინც იქ არის.ყველა შიმშილობას თავისი კონტექსტი აქვს. მე ზოგადად მგონია, რომ ეს არის დიდი წნეხი რეჟიმისთვის და ამას აქვს პოტენციალი, რომ პოლიტიკური კრიზისი შექმნას. ეს არის გზა,“ – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.The post „ვწუხვარ, რომ ასეთი აზრები აქვს, ან ასეთი აზრების გამოხატვა სასარგებლოდ მიაჩნია” – თამარ ჩერგოლეიშვილი ელენე ხოშტარიაზე appeared first on [/url]. ALIA.GE Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts