planeta.ge Posted December 24, 2021 დარეპორტება გაზიარება Posted December 24, 2021 „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან, სადაც ექსპრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით მე-4 დღეა შიმშილობენ, ნიკა მელიას მამა, ანზორ მელია მივიდა.როგორც ანზორ მელიამ განაცხადა, მოშიმშილეების მდგომარეობა მომდევნო დღეებში გაუარესდება, რის გამოც, საჭიროა მათი ჯანმრთელობის მონიტორინგი.„არცერთის ჯანმრთელობა არ არის წინასწარ შემოწმებული. შიმშილობის მე-5, მე-6, მე-7 დღეს უკვე სერიოზული პრობლემები გამოჩნდება ჯანმრთელობის მხრივ. მე როგორც მამა, ჩემი შვილის, არ მაქვს უფლება სამსახურში მშვიდად ვიყო და არ მოვიდე და არ დავინტერესდე ამ ადამიანების მდგომარეობით“, – განაცხადა ანზორ მელიამ.შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე 200-მდე პირი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მე-4 დღეა შიმშილობს.The post ანზორ მელია განცხადებას აკეთებს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts