Jump to content
Planeta.Ge

Dailyinfo თბილისში დასუფთავების გადასახადიც ორმაგდება


Recommended Posts

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დასუფთავების გადასახადის გაზრდაც გადაწყვიტა, – ამის შესახებ ცნობილი გახდა თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, სადაც ტრანსპორტზე გაზრდილ ფასს განიხილავენ.

ცვლილებების თანახმად, იურიდიული პირებისა და ინდმეწარმეებისთვის დასუფთავების გადასახადი გაორმაგდება. გადასახადი იზრდება საწარმოებისთვის, აფთიაქებისთვის, კვების ობიექტებისთვის, სამედიცინო და სხვა საჯარო დაწესებულებებისთვის.

„ენმ“-ის წევრის, ირაკლი ნადირაძის განცხადებით, გადასახადის გაზრდა ობიექტების მომსახურებაზე ფასების მატებას გამოიწვევს, რაც მოქალაქეების ჯიბეზე აისახება.

„კახა კალაძემ და „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტეს, ბოლომდე ამოხადონ სული მოსახლეობას და გაძვირებული კომუნალური გადასახადების, მედიკამენტების, პროდუქტების, ტრანსპორტის გაძვირების შემდგომ, გადაწყვიტა, რომ ყველა იურიდიულ პირს, აფთიაქებს, სასურსათო მაღაზიებს, რესტორნებს, საწარმო ობიექტებს, ყველა გაუორმაგოს დასუფთავების მოსაკრებელი. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა მათი პროდუქტი და მომსახურება გაძვირდება, ამ გაძვირებული ტარიფის გადახდა მოუწევს კვლავ მოსახლეობას თავისი ჯიბიდან“, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

The post თბილისში დასუფთავების გადასახადიც ორმაგდება appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია.

 

dailyinfo

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...