Jump to content
Planeta.Ge

tia "ყოველდღიური ინფიცირების რიცხვი 10 000-დან 15 000-მდე იქნება" - ივანე ჩხაიძე


Recommended Posts

1640273684_228011617_286089766645652_3920403553298947469_n.png

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ, იმუნიზაციის საბჭოს შემდეგ განაცხადა , რომ როდესაც „ომიკრონი" საქართველოში დომინანტური შტამი გახდება, ყოველდღიური ინფიცირების რიცხვი 10 000-დან 15 000-მდე იქნება.

 

ჩხაიძის თქმით, საქართველოში „ომიკრონი" დომინანტური შტამი დაახლოებით იანვრის ბოლოს გახდება.

 

„როდესაც ვლაპარაკობთ როდის შეიძლება იყოს ქვეყანაში ომიკრონის პიკი, აუცილებლად ვითვალისწინებთ რამდენიმე ქვეყნის გამოცდილებას. ესენია: აშშ, დანია, დიდი ბრიტანეთი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, სადაც „ომიკრონის" პირველი შემთხვევიდან დომინანტურად გახდომამდე 3-4-კვირანი პერიოდი დასჭირდა. სწორედ ამიტომ, თუ საქართველოში „ომიკრონი" გამოჩნდა დეკემბრის შუა რიცხვებში, სავარაუდოდ, ჩვენს ქვეყანაში დომინანტური გახდება იანვრის მეორე ნახევარში. ეს არის მოლოდინი გამომდინარე ამ ქვეყნების გამოცდილებიდან.

 

ერთადერთი შესაძლებლობა ვირუსის ამ ვარიანტის წინააღმდეგ არის ორჯერადი ვაქცინაცია, რათა თავიდან ავიცილოთ მძიმე შემთხვევების განვითარება და ჰოსპიტალიზაცია და სამჯერადი, ანუ „ბუსტერ" დოზით ვაქცინაცია, რათა თავიდან ავიცილოთ როგორც საავადმყოფოში მოხვედრა, ისე ინფიცირებაც.

 

„ომიკრონისგან" თავის დაცვის რეალური შესაძლებლობა არის „ბუსტერ" დოზა. "ბუსტერ" დოზა ჰისპიტალიზაციისგან თითქმის 100%-ით დაიცავს. ის 25-ჯერ ამცირებს ჰისპოტალიზაციისგან და გართულებებისგან დაცვის რისკს", - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

 

tia.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...