Jump to content
Planeta.Ge

tia "გოგა ეჭ­ვი­ა­ნი ყო­ფი­ლა...ქეთი მის გარეშე ნაბიჯს არ დგამდა, გოგას გარეშე არსად დადიოდა... " - რას ჰყვება მეუღლის მიერ მოკლული, 5 თვის ფეხმძიმე ქალის ახლობელი?


Recommended Posts

1640274599_269559579_285811146709871_8370446254771687002_n.png

სა­ზა­რე­ლი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და 22 დე­კემ­ბერს, ვარ­კე­თი­ლის მე-3 მიკ­რო რა­ი­ონ­ში, სა­დაც ახალ­გაზ­რდა კაც­მა 5 თვის ფეხ­მძი­მე მე­უღ­ლე, 22 წლის ქეთა კე­პუ­ლა­ძე ერთი წლის შვი­ლის თან­დას­წრე­ბით მოკ­ლა. გარ­დაც­ვლილს 5 ჭრი­ლო­ბა მუც­ლის, ერთი კი ყე­ლის არე­ში აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი. მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ­მა 23 წლის გოგა გზი­რიშ­ვილ­მა თა­ვად და­რე­კა 112-ში და პო­ლი­ცი­ას ჩა­ბარ­და.

 

გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლით არის და­წყე­ბუ­ლი, რაც ოჯა­ხის წევ­რის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში გუ­ლის­ხმობს.

 

მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი დამ­ნა­შა­ვე ჯერ­ჯე­რო­ბით დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნებს.

ვრცელდება გარდაცვლილი ქეთი კოპელაძის დე­ი­დაშ­ვილის ელე­ნე კა­ჭა­რა­ვას კომენტარი.

 

"ზუს­ტად რა მოხ­და, არ ვიცი, ქეთი უთ­ქმე­ლი გოგო იყო, არა­ვის არა­ფერს უყ­ვე­ბო­და. ერთი პე­რი­ო­დი, დე­დას­თან იყო ერთი კვი­რით წა­სუ­ლი, მერე გო­გას მი­უ­კი­თხავს და უკან წა­მო­უყ­ვა­ნია. რო­გორც ჩანს, ქეთი გულ­ში იკ­ლავ­და დარდს, არც არა­ფე­რი ეტყო­ბო­და... ძა­ლი­ან კე­თი­ლი, სათ­ნო და საყ­ვა­რე­ლი, ჩვენს შო­რის ყვე­ლა­ზე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი. მთე­ლი ბავ­შვო­ბა ერ­თად გვაქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი. და­უ­ჯე­რე­ბე­ლია, რაც მოხ­და, ძლივს ვლა­პა­რა­კობ...

 

გოგა და ქეთი შე­ეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, 2 წე­ლია, რაც შე­უღლდნენ, 1 წლის და 2 თვის დე­მეტ­რე ჰყავთ, რომ­ლის თვალ­წი­ნაც გა­მო­ა­სალ­მა ჩემი დე­ი­დაშ­ვი­ლი სი­ცო­ცხლეს. დემე ქე­თის დე­დას­თან იქ­ნე­ბა, ის გაზ­რდის. რა უნდა და­ე­შა­ვე­ბი­ნა 5 თვის ორ­სულ ქალს, ვერ ვხვდე­ბი. გოგა ეჭ­ვი­ა­ნი ყო­ფი­ლა, მაგ­რამ რა­ტომ იყო, ვერ ვხვდე­ბი. ქეთი მის გა­რე­შე ნა­ბიჯს არ დგამ­და, უი­მი­სოდ არ­სად და­დი­ო­და. რომ ვე­ტყო­დით, გა­მო­დი ჩვენ­თან, სულ იმას ამ­ბობ­და, - გო­გას ვე­ტყვი და ისე გა­მო­ვა­ლო, თვით­ნე­ბუ­რად არა­ფერს აკე­თებ­და. კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ, ასე ჩან­და, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში.

 

გოგა თა­ვი­დან კარ­გი იყო, ბოლო დროს რა და­ე­მარ­თა, წარ­მოდ­გე­ნა არ მაქვს. ისი­ნი წარ­მო­შო­ბით კა­ხე­ლე­ბი არი­ან და ვარ­კე­თილ­ში ნა­ქი­რა­ვებ­ში ცხოვ­რობ­დნენ. გო­გას დედა ახ­ლა­ხან იტა­ლი­ა­ში წა­ვი­და სა­მუ­შა­ოდ. ოჯახ­ში გოგა, მა­მა­მი­სი, მისი 14 წლის და, ქეთა და დემე ცხოვ­რობ­დნენ. გო­გას ნა­თე­სა­ვებ­თა­ნაც ნორ­მა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და, მა­ნი­ა­კის არა­ფე­რი შეგ­ვი­ტყვია, ყვე­ლა­ნი შო­კი­რე­ბუ­ლე­ბი ვართ. ვერ გე­ტყვით, ეწე­ო­და, თუ თა­მა­შობ­და. მე­ზობ­ლე­ბი კი ამ­ბო­ბენ, მაგ­რამ მე რაც არ ვიცი, იმას ვერ ვი­ტყვი. გოგა ნა­სა­მარ­თლე­ვი იყო, რაზე ზუს­ტად არ ვიცი, მგო­ნი, ხუ­ლიგ­ნო­ბა­ზე...

 

ერთი მე­ზო­ბე­ლი ამ­ბობს, მკვლე­ლო­ბის მერე გა­რეთ გა­მო­ვი­და და მი­თხრა, - შედი, ბავ­შვი გა­მო­იყ­ვა­ნე, ქეთი მოვ­კა­ლიო. თვი­თონ და­რე­კა 112-ში, დაჯ­და და პო­ლი­ცი­ას ელო­დე­ბო­და. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, კაც­მა ცოლი მოკ­ლა და კი­დევ იმის აზ­რზე იყო, თავ­ზე ეფიქ­რა, თა­ვად ჩა­ბა­რე­ბო­და. ეგ რომ ნორ­მა­ლუ­რი ყო­ფი­ლი­ყო, ად­გილ­ზე მო­იკ­ლავ­და თავს. რო­გორც ჩე­მე­ბი ამ­ბო­ბენ და მე­ზო­ბე­ლი ბი­ჭიც ჰყვე­ბა, 2 კვი­რის წინ ექიმ­თან ყო­ფი­ლა, - ფსი­ქი­ატრთან და­დი­ო­და და რა­ღაც წამ­ლებს სვამ­დაო. ნორ­მა­ლუ­რი რომ ყო­ფი­ლი­ყო, ამას გა­ა­კე­თებ­და? გო­გას ძმაც და­ჭე­რი­ლია, და ჰყავთ პა­ტა­რა, მკვლე­ლო­ბის მო­მენ­ტში მული, სა­ვა­რა­უ­დოდ, სკო­ლა­ში იყო. მა­მამ­თი­ლიც გა­სუ­ლი ყო­ფი­ლა.

 

ქეთი ისეთ ლა­მაზ აქ­სე­სუ­ა­რებს, გვირ­გვი­ნებს და დი­ა­დე­მებს ამ­ზა­დებ­და, კარ­გად ხა­ტავ­და, ძა­ლი­ან შრო­მის­მოყ­ვა­რე გოგო იყო, სულ რა­ღა­ცას ცდი­ლობ­და და აკე­თებ­და. ოთხ თვე­ში მე­ო­რე ბიჭს ელო­დე­ბო­და, ისე­თი ბედ­ნი­ე­რი იყო... ყვე­ლა­ფე­რი ჩაგ­ვშხამ­და, ჯო­ჯო­ხეთ­ში ვართ ყვე­ლა­ნი. დე­ი­და­ჩემს და ბი­ძა­ჩემს აზრი არ მო­ე­კი­თხე­ბათ, გა­თი­შუ­ლე­ბი არი­ან. ჯო­ჯო­ხე­თი მოგ­ვი­წყო ამ მა­ნი­აკ­მა, ქეთი 6-ჯერ აქვს დანა ჩარ­ტყმუ­ლი, სულ მუ­ცელ­ში ურტყია, მე­ექ­ვსე ჭრი­ლო­ბა ყელ­ში აქვს და სის­ხლის­გან და­ი­ცა­ლა გოგო. რა­ტომ აწა­მა, გა­შო­რე­ბა თუ უნ­დო­და, ეთ­ქვა, სი­ხა­რუ­ლით წა­მო­ვიყ­ვან­დით, ვინ იტყო­და უარს, ვინ და­ტო­ვებ­და შვილს ასეთ ავად­მყოფ­თან. ნეტა ერთი სი­ტყვა ეთ­ქვა ქე­თის, გა­დაკ­რუ­ლად მა­ინც, ვერ ვარ კარ­გად გო­გას­თა­ნო, ამ ფსი­ქო­პათს გა­ვა­ცი­ლებ­დით და დღეს იქ­ნებ ცო­ცხა­ლი ყო­ფი­ლი­ყო..."

 

tia.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...