Jump to content
Planeta.Ge

ნინო ოძელაშვილი: “ქართული სპორტი სათამაშო ბიზნესის დაფინანსების გარეშე ვერ იარსებებს”


Recommended Posts

მსოფლიო და ევროპის ჩემპიონებმა, ლაშა ტალახაძემ, ლევან საგინაშვილმა, კოსტა ჯანაშიამ, რაულ თუთარაულმა, ნინო ოძელაშვილმა და სხვებმა გუშინ სათამაშო ბიზნესის რეგულაციებზე ისაუბრეს და განაცხადეს, რომ თუ სათამაშო ბიზნესი სპორტის დაფინანსებას შეწყვეტს, მაშინ მათ ქვეყნიდან წასვლა ან სპორტიდან წასვლა მოუწევთ.

“სპორტსმენებს, ვისაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული და დიდი წარმატება აქვს, ხელფასს იღებს, თუმცა იმდენს არა, რამდენსაც ყველა სპორტსმენი იმსახურებს. სპორტს გვერდით სათამაშო ბიზნესი ედგა, დაფინანსების გარეშე კი ქართული სპორტი ვერ იარსებებს”, – თქვა ოძელაშვილმა, სამბოში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა.

“სათამაშო ბიზნესი სპორტის დაფინანსებას თუ ვეღარ შეძლებს, დიდი პრობლემების წინაშე დავდგებით და სამომავლო გეგმებზე ფიქრიც გაგვიჭირდება. საქართველოში სპორტი დაფასებული არ არის და სათამაშო ბიზნესი გვერდით არა მხოლოდ MMA-ს, არამედ სხვა ბევრს სპორტს გვიდგას”, – ამბობს რაულ თუთარაული, საქართველოს ჩემპიონი (28-6-2)

მთავრობა აპირებს სათამაშო ბიზნესს რეგულაციები დაუწესოს და კანონი უკვე 2 მოსმენით მიღებულია.

The post ნინო ოძელაშვილი: “ქართული სპორტი სათამაშო ბიზნესის დაფინანსების გარეშე ვერ იარსებებს” appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...