Jump to content
Planeta.Ge

“ტორპედომ” “დინამო თბილისის” და “დინამო ბათუმის” ფეხბურთელები დაიმატა


Recommended Posts

ქუთაისის “ტორპედო” ახალი სეზონისთვის მზადებას იწყებს და გამოცდილ ფეხბურთელებს იმატებს.

“ტორპედოში” გიორგი ქიმაძე დაბრუნდება, რომელიც “დინამო თბილისში” 2019 წლიდან თამაშობდა, თუმცა ბოლო სეზონი ტრავმის გამო გაუცდა. ქიმაძე ქუთაისში 2015 წლიდან – 19 წლამდე ასპაარეზობდა. გარდა ამისა, მარცხენა მცველი “ტორპედოს” აკადემიის აღზრდილია.

ბათუმის “დინამოს” 29 წლის ნახევარმცველი გიული მანჯგალაძე, ძალიან დიდი ალბათობით, “ტორპედოს” შეუერთდება. მანჯგალაძემ ბათუმი 1 კვირის წინ დატოვა და სხვადასხვა შემოთავაზება ჰქონდა, თუმცა ყველაზე რეალური სწორედ “ტორპედოსგან”.

გარდა ამისა, შესაძლოა კლუბს გიორგი კუხიანიძეც დაუბრუნდეს. კუხიანიძე “ტორპედოდან” უზბეკურ “ქიზილყუმში” აღმოჩნდა.

The post “ტორპედომ” “დინამო თბილისის” და “დინამო ბათუმის” ფეხბურთელები დაიმატა appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...