Jump to content
Planeta.Ge

თემურ ქეცბაია: “ჩამომიყვანეთ ქვეყანაში, სადაც ფეხბურთი იყო გაპარტახებული”


Recommended Posts

თემურ ქეცბაიას ამ ლეგენდარული განცხადებიდან 7 წელი გავიდა, თუმცა მისი ეს სიტყვები დღესაც აქტუალურია.

“ჩამომიყვანეთ ქვეყანაში, სადაც ფეხბურთი იყო გაპარტახებული, დანგრეული. გამიწოდეთ დახმარების ხელი, დავტოვე ყველაფერი, ოჯახი, სახლი, კარი და ჩამოვედი და როგორ მომექცა ქვეყანა? მე ჩამომიყვანეს სახელმწიფო პროგრამით წინა მთავრობამ. ამათ ჰგონიათ, რომ ნაციონალი ვარ. არავითარი კავშირი არ მაქვს არც ნაციონალებთან, არც ოცნებასთან, არც ლეიბორისტებთან და ფეხებზე მკიდია პოლიტიკა. რომ მდომებოად პოლტიიკა, ახალ ევროპარლამენტში ვიჯდებოდი და ევროპარლამენტში მოხვედრისთვის დღეს საქართველოდან რამდენი ხელებს და ფეხებს დადებდა. მაგრამ აქ ჩამოვედი, რადგან დამიძახეს. თქვენ თუ იცით, ყველა სახელმწიფო პროგრამიდან ერთადერთი მწვრთნელი ვარ, ვის დაფინანსებაზეც უარი განაცხადეს. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამდენი ხალხი უყურებს საზღვარგარეთ, არიან უცხოეთში, ფიქრობენ, როდის დადგება ის დრო, როცა ქვეყანაში ჩამოვლენ და ესენი უყურებენ ამ გადაცემას და ვინღა იფიქრებს აქ ჩამოსვლაზე?”, – განაცხადა ქეცბაიამ დავით მინაშვილთან სპორტულ გადაცემაში.

როგორ ფიქრობთ, რამდენად კარგი მწვრთნელი იყო ქეცბაია ნაკრებისთვის?

გადაცემა სრულად

The post თემურ ქეცბაია: “ჩამომიყვანეთ ქვეყანაში, სადაც ფეხბურთი იყო გაპარტახებული” appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...