Jump to content
Planeta.Ge

ლევან ყენია ფეხბურთელის კარიერას ანახლებს


Recommended Posts

“უერდინგენის” მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ლევან ყენია მოედანზე ბრუნდება.

“ასისტენტ მწვრთნელი ლევან ყენია დღეიდან უკვე მოთამაშე-მწვრთნელი იქნება. ყენია 2022 წლიდან დაიწყებს თამაშს, მანამდე კი ტრავმების სრულად მოგვარებაზე იზრუნებს. ლევანს ჩემპიონთა ლიგის და ბუნდესლიგის გამოცდილება აქვს”, – წერია “უერდინგენის” ოფიციალურ გვერდზე.

გუნდი გერმანიის მე-4 ლიგაში 9 ქულით ბოლო ადგილზე იმყოფება და 9 ქულა აშორებს გადასარჩენ ზონას.

31 წლის ყენია ბოლოს 2019-20 წლების სეზონში “საბურთალოში” თამაშობდა. შემდეგ სწორედ “უერდინგენში” იყო სინჯებზე, მაგრამ არ მიიღეს. ცოტა ხანში საფეხბურთო კარიერაც დაასრულა და უკვე მე-3 ლიგიდან გავარდნილ “უერდინგენში” მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მივიდა.

The post ლევან ყენია ფეხბურთელის კარიერას ანახლებს appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...