planeta.ge Posted December 21, 2021 დარეპორტება გაზიარება Posted December 21, 2021 მილანის “ინტერის” ვიცეპრეზიდენტმა ხავიერ ძანეტიმ იმის შესახებ ისაუბრა, თუ რატომ ვერ მოხერხდა ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში “ნერაძურიში” ლიონელ მესის ტრანსფერი.“არავინ მოელოდა, რომ ზაფხულში მესი “ბარსელონას” დატოვებდა. კორონავირუსული პანდემია მძვინვარებდა და საკუთარ თავს ასეთი ინვესტიციის განხორციელების უფლებას ვერ მივცემდით, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში კლუბის მომავალი საფრთხის წინაშე დადგებოდა”, – თქვა ძანეტიმ “ლიბეროსთვის” მიცემულ ინტერვიუში.“ინტერის” ლეგენდამ კომენტარი კიდევ ერთ არგენტინელ ფეხბურთელზე ლაუტარო მარტინესზე გააკეთა:“იოლი არ არის სერია A-სთან ადაპტაცია, თუმცა ლაუტარო დღესდღეობით “ინტერისა” და ეროვნული ნაკრების სავიზიტო ბარათია. ის დიდებული ფეხბურთელია და ჩვეულებრივი ფაქტია, რომ მისი დამატება ბევრ წამყვან კლუბს სურს. ლაუტი აქ ძალზედ ბედნიერია, ასე რომ მის მომავალზე არ ვღელავ. ის თავს მნიშვნელოვან მოთამაშედ გრძნობს და ამას ყველა მატჩში ამტკიცებს”.The post ძანეტი: “მესის დამატება “ინტერის” მომავალს საფრთხის წინაშე დააყენებდა” appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts